in

Nike-მა ციფრული ტანსაცმლის პლატფორმა შექმნა

veon
veon

ციფრული დიზაინ სტუდია Rtfkt-ის წარმატებით შესყიდვის შემდეგ, Nike თავის დამოუკიდებელ Web3 პლატფორმას წარმოგვიდგენს, რათა ვირტუალურ ქმნილებებსა და დიგიტალურ საზოგადოებას უმასპინძლოს.

.SWOOSH-ს საკუთარი დომენი აქვს (welcome.swoosh.nike) — ეს „უსაფრთხო სივრცეს“ უზრუნველყოფს, სადაც Nike-ის წევრებს შეუძლიათ, ინტერაქციული ციფრული ობიექტები აღმოაჩინონ და შეაგროვონ… მათ შორის, სპორტული ფეხსაცმელები და ტანსაცმელი. ამ ყველაფერს კი გამოიყენებენ როგორც თამაშებში, ისე ავატარების მეშვეობით მოწყობილ ვირტუალურ ღონისძიებებში.

ბრენდის თანახმად, საზოგადოების წევრებს სპეციალური წვდომა ექნებათ ფიზიკურ პროდუქტებსა და რეალურ მოვლენებზე — მაგალითად, „პირადი საუბარი სპორტსმენებთან ან დიზაინერებთან“.

ამასთან, სპორტული ტანსაცმლის გიგანტი მომავალ წელს გეგმავს, სწორედ ამ პლატფორმით შთაგონებული კოლექცია გამოუშვას. თანაც, მომხმარებლებს შესაძლებლობა ექნებათ, სპეციალურ კონკურსში მიიღონ მონაწილეობა — გამარჯვებულს საშუალება ექნება, ვირტუალური პროდუქტები Nike-თან ერთად შექმნას. ეს უდავოდ დიდი სტიმული იქნება მხატვრებისა და NFT-ების შემქნელებისთვის, რომ ახალ პლატფორმას შეუერთდნენ.

„ჩვენ მომავლის ბაზარს ვაყალიბებთ ცნობისმოყვარე Web3-ისთვის. ამ ახალ სივრცეში .SWOOSH საზოგადოებას და Nike-ს შეუძლიათ ერთად შექმნან, გაუზიარონ და გააფართოონ ღირებულება“, — ამბობს რონ ფარისი, Nike Virtual Studios-ის გენერალური მენეჯერი.

რას ფიქრობს ზეტ თაობა, როცა თანამშრომლები ემოჯებს იყენებენ?

პროკრედიტ ბანკის Mastercard ბარათის მფლობელებისთვის Google Pay უკვე ხელმისაწვდომია