ბრაზილიაში გამართული სამხრეთ ამერიკის უდიდეს ქალთა ეროვნული ნაკრების შეჯიბრების ფინალში გასვლის აღსანიშნავად Nike-მა The Legend of the Canarinha-ს ანიმაცია გამოუშვა. სურს, ქალთა ეროვნული ნაკრების მოთამაშეების ნიჭიერებას გაუსვას ხაზი, რომლითაც ისინი გამარჯვების კიდევ ერთ თავს წერენ. თუმცა ტრადიციული ზღაპრებისგან განსხვავებით, ბრენდმა სცენარის შეცვლა გადაწყვიტა და საშინელებათა ამბის მომსწრე გაგვხადა.
„ეს ფილმი ყველა ადამიანს იწვევს, რათა შეიგრძნონ ჩვენი ეროვნული გუნდის ძალა თუ მემკვიდრეობა, შეამჩნიონ მათი ნიჭი, რომელიც ახალი თაობის ფეხბურთის მოყვარულ გოგონებს შთააგონებს. გვინდა, ბრაზილიელმა სპორტსმენებმა მხოლოდ ისტორია კი არ შექმნან, არამედ სპორტის მომავალი ყოველი დრიბლინგით, გოლითა თუ გამარჯვებით“, — ამბობს გუსტავო ვიენა, მარკეტინგის ხელმძღვანელი.
ინსპირაცია Stop-motion-ის ტექნიკიდან და 1990-იანი წლების ესთეტიკიდან წამოვიდა, რითაც თამამი ვიზუალები შეიქმნა გუნდის ამბის მოსათხრობად. აქ თქვენ კეროლინს, ანჯელინას და ჯიოს გაიცნობთ, მოთამაშეებს, რომელთა ხსენებაზეც კი კანკალებენ მეტოქეები:
Nike-ის ანიმაციაზე Wieden+Kennedy São Paulo-მ იმუშავა.














