ბავშვობის წარმოდგენები ფრენასა და ჰაერში სიარულზე, დროთა განმავლობაში, უმრავლესობისთვის უბრალოდ ფანტაზიის განუხორციელებელ ნაწილად რჩება. თუმცა, არა ყველასთვის. ფოტოხელოვანმა ბენჯამინ ვონ უონგმა სურვილი აიხდინა და Nike-ს სარეკლამო კამპანიისთვის ძალიან ორიგინალური და სრულიად განსხვავებული ფოტოები შექმნა. ბრენდის ახალი სპორტული ფეხსაცმლის VaporMax რეკლამირებისთვის ბენჯამინმა გრავიტაცია დაძლია და პროდუქტი მთელი თავისი ხიბლით წარმოადგინა. უშველებელ ცათამბჯენებზე ჰაერში გამოკიდებულმა სპორტსმენებმა მშვენივრად განახორციელეს ბენისა და ფოტოხელოვანის ჩანაფიქრი.



















