in

Nike-სა და NBA-ის ვარსკვლავის სასამართლო – პერიოდი #2

Nike, კალათბურთელ კავი ლეონარდს სასამართლოში უჩივლა. ეს შემხვედრი სარჩელია – ბრენდის წინააღმდეგ საქმე, პირველმა NBA-ს ვარსკვლავმა აღძრა. ახლა ორმხრივი დავა მიმდინარეობს, ვის ეკუთნის ლოგოტიპი “Klaw”.

ლეონარდს სურს, ისტორია გადაწეროს. ის ამტკიცებს, რომ Claw Design-ის ლოგო თავად შექმნა. არა და, კავის ეს სიმბოლო არ შეუქმნია. “Claw Design” ავტორები „ნაიკის“ ძალიან ნიჭიერი დიზაინერები არიან. თავის სარჩელში [კალათბურთელი] ამტკიცებს, რომ Nike-ს ლოგოს დიზაინი წარუდგინა. სიმართლეა, ოღონდ მან ახლანდელისგან განსხვავებული დიზაინი წარადგინა, დღეს კი ამ ორ სიმბოლოს ერთმანეთთან აიგივებს“, – აღნიშნულია Nike-ის სარჩელში.

ბრენდმა სასამართლოს წარუდგინა 2 სხვადასხვა ესკიზი: კავი ლეონარდის შექმნილი “KL”, სადაც ასო L-ში, ასევე, გამოსახული იყო ციფრი 2 და Claw Design-ის ამჟამინდელი ლოგოტიპი, რომელიც მათი მტკიცებით, ერთმანეთისგან, მოხაზულობით და სხვა დეტალებით, მკვეთრად განსხვავდება.

რატომ შეიძლება, უფროსი სამსახურიდან წასვლის მოტივი გახდეს?

შენ აფრენ?