in

Nike, ლოგოს მსგავსების გამო, Skiman-ს უპირისპირდება

Nike სათხილამურო ტანსაცმლის ბრენდ Skiman-ს „ლეგალურ ფერდობზე“ უშვებს… გავრცელებული ინფორმაციით, სპორტული ტანსაცმლის გიგანტი Skiman-ს მოუწოდებს, ლოგოს ამჟამინდელი ვერსიის გამოყენება შეწყვიტოს, ვინაიდან აშკარა მსგავსებას ხედავს მაიკლ ჯორდანის სილუეტით შთაგონებულ ვიზუალთან.

BOG
BOG

როგორც ცნობილია, ჯერჯერობით Nike მხოლოდ სიტყვიერი გაფრთხილებით შემოიფარგლება. ხოლო თუ კოლორადოში დაფუძნებული ბრენდი უარს არ იტყვის სასაქონლო ნიშნის შეცვლაზე, დავა სამართლებრივ პროცესში გადაიზრდება… ამასთან საგულისხმოა, რომ სტეფან ფუციკის მიერ გამოყენებული ლოგო ასახავს მოთხილამურეს, რომელიც სპეციალურ მანევრს ასრულებს, სახელწოდებით daffy. მართალია, მას ბურთის ნაცვლად სათხილამურო ატრიბუტები ახლავს თან, მაგრამ უშუალოდ სილუეტის მსგავსება მართლაც ძალიან მსგავსია — თითქმის ანალოგიურიც კი.

მიუხედავად ამ მსგავსებისა, სტეფანი თავის უდანაშაულობას უსვამს ხაზს და აღნიშნავს, რომ მისი ლოგო თხილამურებით სრიალის სულისკვეთებით იყო შთაგონებული; ნაიკის საკულტო ვიზუალურის მითვისება კი არც უფიქრია. ვინაიდან არცერთი მხარე მიდის მოლაპარაკებაზე, ჯერჯერობით უცნობია, სანამდე მიიყვანთ ეს დავა და რა გადაწყდება საბოლოოდ…

შაქრის ლინზის მქონე კამერა ფოტოებს რეალურად იღებს!

ALLGOOD — გაიცანით ქეითერინგ ბრენდი გუდვილისგან