18
Oct
2017

პატარა მოედანზე დასახული დიდი სამომავლო წარმატებები – Nike-ს სამოტივაციო ვიდეორგოლი

18 Oct 2017



საიდან მოდის დიდი წარმატება? მათი საწყისი შესაძლოა სახლის ჩვეულებრივი ეზო, მოუწესრიგებელი სათამაშო მოედანი და ბავშვის მეოცნებე თვალებიც კი იყოს. ყოველ შემთხვევაში, სწორედ ასე ხდება Nike-ს ახალ სარეკლამო ვიდეორგოლში. ბრენდი ყოველთვის დიდი ყურადღებითა და მონდომებით ეპყრობა წარმატებული სპორტსმენებისთვის შექმნილ ვიდეოებს რადგან, მათ, როგორც ახალი თაობისთვის ერთგვარ მოტივაციას ისე უყურებს. ზუსტად ამ მიზეზით, ბრენდი დიდ ყურადღებას ანიჭებს როგორც სიუჟეტს, ასევე ხარისხსა და გადაღებასაც. ბოლო ნამუშევარში, რომელიც NBA-ს ახალი სეზონისთვის მომზადდა, აქცენტი ერთ ჩვეულებრივ ბავშვზე, დანტე გრანდზეა გამახვილებული, რომელიც კალათბურთის სტადიონს უყურებს და საკუთარ თავს მომავალში ისეთი ვარსკვლავური სპორტსმენების გვერდით ხედავს, როგორიც კევინ დურანტი და ლებრონ ჯეიმსია. რეალურად, ნებისმიერ ახალგაზრდას შეუძლია მსგავსი მწვერვალების მიღწევა, მთავარია, დანტეს მსგავსად დასახული მიზნები და მათ მისაღწევად თავდაუზოგავი შრომა. სწორედ, ამის წახალისებას ცდილობს Nike ახალ თაობაში. რაც შეეხება ვიდეორგოლს, რომლითაც ბრენდი ამ გზავნილს ავრცელებს, მის შექმნაზე სააგენტო Wieden + Kennedy-მ იზრუნა.

 

განხილვა