Paris 2024-ის მოახლოებასთან ერთად, ლტოლვილთა ოლიმპიურ კომიტეტთან პარტნიორობით, Nike მხარს უჭერს Terrains d’Avenir-ის პროგრამას. ეს უკანასკნელი სპორტში გოგონების მეტ ჩართულობაზეა ფოკუსირებული.
ამასთან დაკავშირებით, ბრენდმა W+K Amsterdam-ის ხელმძღვანელობით შექმნა ვიდეორგოლი, რომელიც ლტოლვილი სპორტსმენების უსამართლო რეალობას ასახავს. სიუჟეტში ვხედავთ, რომ ხშირად ისინი წარსული გამოცდილების საფუძველზე ფასდებიან, ნაცვლად იმისა, რომ ფოკუსი მათი გამძლეობის, შრომისმოყვარეობისა და შესაძლებლობებისკენ მიიმართოს.
მთლიანობაში, ვიდეორგოლი გვიჩვენებს, რომ სპორტსმენები იდენტობასთან დაკავშირებულ გამოწვევებს აწყდებიან… ამასთან, თითოეულ მათგანს აერთიანებს შეუპოვარი სურვილი, არასდროს დანებდნენ.