in

ერთად თუ ცალ-ცალკე, ჩვენ ადამიანები ვართ – Nike-ის ჰიმნი

ჩვენ ერთად უსაზღვრო ძალა გვაქვს, ერთად გუნდი ვართ. ვერ უარვყოფთ ამ სიტყვების სიმართლეს, როდესაც გუნდურ სპორტის სახეობასა და გულშემატკივარზე ვსაუბრობთ.

Nike-მა ახალი ჰიმნი შექმნა We The People ამერიკის კალათბურთის, ქალთა და მამაკაცთა გუნდების მხარდასაჭერად. ამ ჰიმნის ტექსტი და შესრულება Chance the Rapper-ს ეკუთვნის. მართალია, ვიდეორგოლი შავ-თეთრია და უფრო მუსიკალურ კლიპს მოგაგონებთ, მაგრამ ამერიკული კალათბურთის ვარსკვლავებს ერთ გუნდად შეკრულს ნახავთ.

 

https://www.youtube.com/watch?v=6DFLoN3JosA

 

ნაკრების წევრები, ოლიმპიურ თამაშებამდე სხვადასხვა გუნდებში თამაშობდნენ, მაგრამ ამ მომენტში ისინი გაერთიანდნენ გამარჯვებისთვის. გამარჯვება, რომელსაც არა ცალკეული მოთამაშე, არამედ ერთ მუშტად შეკრული გუნდი მოიპოვებს, მთელ ქვეყანას ასახელებს. მოთამაშეებიცა და გულშემატკივრებიც ადამიანები ვართ, ეს კი უმთავრესია.

ვიდეორგოლზე სააგენტო Wieden + Kennedy, New York-მა იმუშავა.

ქართველი მარკეტერების დიდი მიგრაცია

“გამოათავისუფლე ადგილი!”– Google–ს ახალი აპლიკაცია დამატებითი მეხსიერებისთვის