in

როცა ფეხბურთი კომაში გაგდებს — Nike-ის კრეატიული კამპანია

გასულ თვეს Nike-მა ქალთა საფეხბურთო მსოფლიო ჩემპიონატისთვის მზადება ოფიციალური სამოსის გამოშვებით დაიწყო — წარმოადგენდა ინგლისის, საფრანგეთის, ნიდერლანდების, ავსტრალიის, ახალი ზელანდიის, პორტუგალიის, ბრაზილიის, ნიგერიას, ნორვეგიისა და აშშ-ის ქვეყნებს. 

BOG

ახლა კი ტურნირის დაწყებამდე სულ რამდენიმე დღეა დარჩენილი და სპორტული ტანსაცმლის გიგანტმა თავისი უახლესი კამპანია გამოაქვეყნა, სახელწოდებით What The Football. მასში მთელი აქცენტი ფეხბურთელი ქალებისკენაა მიმართული, რომლებმა თავიანთი შესაძლებლობებითა და პროფესიონალიზმით მილიონობით ადამიანი შთააგონეს მთელი მსოფლიოს მასშტაბით. გარდა 11 სპორტსმენის ხსენებისა, რეკლამა საინტერესოა თავისი კომიკური ხასიათით და მთელი სიმძაფრით ასახავს იმ განცდებს, რომლებიც ფეხბურთის გულშემატკივრებს ეუფლებათ — ნერვიულობა, ჭარბი სიხარული, დაუოკებელი ემოციები…

BCA Healthy Club-ისა და Bioli-ს საზაფხულო პროგრამა თქვენი თანამშრომლებისთვის

Threads-ის აქტიურ მომხმარებელთა რიცხვი ერთ კვირაში განახევრდა — რას ნიშნავს ეს ბრენდებისთვის?