ამერიკის დამოუკიდებლობის დღისთვის (4 ივლისი) შექმნილი Nike-ის კოლექცია აღარ გაიყიდება. კომპანიამ სპორტული ფეხსაცმელი ქსელიდან უკვე ამოიღო. მიზეზი ბოტასებზე დატანილი აშშ-ის რევოლუციის დროს შექმნილი „პირველი დროშა“ გახდა, რომელზეც წრეში ჩასმული 13 ვარსკვლავია გამოსახული და ქვეყნის 13 კოლონიას აღნიშნავდა.
Nike-ის წარმომადგენლების თქმით, „კოლექცია ბაზრიდან გაიწვიეს, რადგან „შესაძლებელია, მას უნებლიე შეურაცხყოფა მიეყენებინა ან დაეკნინებინა ქვეყნის ეროვნული დღესასწაული, ამერიკის დამოუკიდებლობის დღე“.
BBC-ის ინფორმაციით, ახალი კოლექცია მიუღებელი იყო NFL-ის ვარსკვლავის, კოლინ კაპერნიკისთვის, რომელიც „ნაიკის“ სარეკლამო კამპანიის სახეა. მისი თქმით, 13 ვარსკვლავიანი დროშა იმ ეპოქას ეკუთნის, როცა აშშ-ში მონათმფლობელობა იყო და დღეს მისი გამოყენება დისკრიმინაციული და შეურაცხმყოფელია.
თუმცა, კოლინ კაპერნიკი ერთადერთი არ არის, ვინც „ნაიკის“ წინააღმდეგ პრეტენზიები გამოთქვა. მათ შორის იყო რესპუბლიკელი სენატორი ტედ კრუზი.
„რომელ პლანეტაზე ცხოვრობთ?“ – ასე მიმართა კომპანიას მისურის სენატორმა ჯოშ ჰალვეიმ.
Nike-ის ახალი კოლექცია გააკრიტიკა დონალდ ტრამპ უმცროსმაც.
მომხდარს გამოეხმაურა ამერიკელი ტელე და რადიო წამყვანი, კონსერვატორი ლარა ინგრაჰამიც.
განხილვა