23
May
2019

Nike საავტორო უფლებების დარღვევაში დაადანაშუალეს

23 May 2019

Nike-ის ახალი მოდელი „Puerto Rico“ (Air Force 1) აღარ გამოვა. ბრენდმა გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღო, რაც სამხრეთ ამერიკული თემის წარმომადგენლებმა, საავტორო უფლებების დარღვევასა და თავიანთი ტრადიციული ორნამენტების „მითვისებაში“ დაადანაშაულეს.

ეთნომოტივებზე შექმნილი ახალი მოდელი, გასაყიდად, 6 ივნისიდან უნდა გამოსულიყო. ფოტოები, რა თქმა უნდა, ინტერნეტში, რამდენიმე დღით ადრე გავრცელდა. გუნას თემის (პანამა, სამხრეთ ამერიკა) წარმომადგენლებმა სწორედ მათი ნახვის შემდეგ დაადანაშაულეს Nike საავტორო უფლებების დარღვევასა და  ნებართვის გარეშე, თემის ტრადიციული ორნამენტების გამოყენებაში.

ადვოკატის თქმით, ბრენდმა ფეხსაცმლის დიზაინისთვის, დაუკითხავად, გუნას ხალხის სულიერების ნაწილი გამოიყენა. ამიტომ, თემისთვის მხოლოდ მოდელების გაყიდვიდან ამოღება საკმარისი არ იქნება.

Nike-ის წარმომადგენლებმა ბოდიში მოიხადეს ამ უნებლიე შეცდომისა და ფაქტების დაუზუსტებლად დიზაინის დამტკიცების გამო. მათი თქმით, „Puerto Rico“ აღარ გაიყიდება. ჯერჯერობით, უცნობია, კიდევ რას გააკეთებს სპორტული ბრენდი შეცდომის გამოსასწორებლად.

 

განხილვა