Nike მორიგი ბრენდია, რომელიც რეალურ გარემოში ჩვეულზე დიდი ზომის ობიექტს იყენებს რეკლამისთვის. ბოლო პერიოდში ეს ტრენდი განსაკუთრებით აქტუალურია, რაც L’Oréal Paris-ის გიგანტური ტუჩსაცხისა და Maybelline-ის ტუშის მაგალითზეც ვიხილეთ.
CGI-ის ამ სპორტულ გამოცემაში კი, Nike-მა და Chelsea FC-მ საფეხბურთო გუნდის ახალი მაისური ლონდონის Tower Bridge-ზე „ჩამოკიდეს“. ეს განსაცვიფრებელი, ფოტორეალისტური ანიმაცია ვიდეო პროდიუსერულმა კომპანია The Berry-მ შეიმუშავა — ჯერ მხოლოდ მაისურის სერია დაამუშავა, შემდეგ ხიდის ფოტოები გადაიღო დაბალი განათების ფონზე; საბოლოოდ კი ფოტოშოპის მეშვეობით შექმნა ეს სინთეზი.