Corteiz გაერთიანებული სამეფოს ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი ქუჩის ტანსაცმლის ბრენდია, რომელიც ცნობილი ალკატრასის ციხის ლოგოსა და მისი სლოგანის Rules the world-ის დახმარებითაც გახდა. ჯერ კიდევ იანვარში კი მან Nike-თან პარტნიორობაზე დაიწყო საუბარი…
Nike-მა მისთვის უჩვეულო ნაბიჯიც გადადგა და დაადასტურა, რომ ამ დონის კრეატიულ კონტროლთან შეხება არასდროს ჰქონია, როგორც მარკეტინგის, ისე დიზაინის კუთხით თანამშრომლობისას. მათ მიდგომას კი ახლა ვიდეოში გვაჩვენებენ, რომელშიც მთავარ პერსონაჟს Air Max 95 წარმოადგენს. სიუჟეტი ახალი ამბებით იხსნება, რომელიც გვაცნობებს, რომ Air Max-ის კონკრეტული მოდელის წარმოება შეჩერებულია და მხოლოდ 100 წყვილი დარჩა. მათ შესაძენად დიდი ამბები დატრიალდა, აუქციონიც კი მოაწყვეს, რომელშიც ბოტასის ფასმა 100 000 დოლარს გადააჭარბა… თუ კარგად დააკვირდებით, აქ Corteiz-ს დამფუძნებელსაც იპოვით, რომელიც მიმდინარე გიჟურ მოვლენებს ბედნიერი აკვირდება…