Nike X Jacquemus კოლაბორაცია დასაწყისიდანვე აძლიერებდა თანამედროვე სპორტსმენის ცნებას. ამ კუთხით გამონაკლისი არც ახალი 2024 წლის კოლექციაა, რომელიც ამყარებს რწმენას, რომ სპორტი უბრალოდ შესრულებას კი არ ეხება, არამედ სტილისა და თვითგამოხატვის საშუალებაა.
„ეს კოლექცია იმ ინსპირაციის დაბადებაა, რომელსაც ყოველდღიურად პარიზში ვპოულობ, ნაიკის სპორტსმენებსა და სპორტულ რეფერენსებში, რომლებიც ასე ძალიან მიყვარს“, — აცხადებს საიმონ პორტ ჟაკმუსი, დიზაინერი.
ამგვარად, ახლა გადაწყვიტეს, ახალი კოლექცია ჩვენთვის პატარა ფილმით გაეცნოთ. პარიზის ოლიმპიური თამაშების პარალელურად, ელვის პრესლის ჰიტიც მოგვასმენინეს. ოღონდ მთელი ამბავი ამაში არ არის, აქ სერენა უილიამსს, ლილა მოსს და მრავალ სხვა ცნობილ სახეს ნახავთ. თუმცა რა უნდა კაიაკის შადრევანში?