მზის აფეთქება, დიაგონალი თუ ინი და იანგი — რომელია თქვენთვის სასურველი ტექნიკა? თუ ამ ტერმინებს არ იცნობთ, არც უნდა ინერვიულოთ, რადგან Nike Rit Dye-სთან გაერთიანდა, რათა შექმნათ საღებავების ნაკრები, რომელიც Woodstock-ისთვის შესაფერისი მაისურის შექმნაში დაგეხმარებათ.

საღებავები სპორტული ტანსაცმლის გიგანტის SNKRS-ის აპლიკაციაში 31 აგვისტოდან იქნება ხელმისაწვდომი და იგი ქალისა და მამაკაცის მაისურებს შემოგთავაზებთ, როგორც ტილოს თქვენი უნიკალური შემოქმედებისთვის. თითოეული მომხმარებელი Rit Dye-ს ორ ბოთლს, ხელთათმანებს, Nike-ის სტიკერებსა და ინსტრუქციას მიიღებს. ეს ყველაფერი კი დაგეხმარებათ, შექმნათ ის, რაც „უნიკალურად თქვენია“.
აბა, რომელს აირჩევდით? აკვამარინს, ოქროსფერ ყვითელს თუ ორივეს ნაზავს ერთად?















