in

NIKE-ს ახალ რეკლამაში ლებრონ ჯეიმსი მსოფლიო კლასის ათლეტების სპორტში დაბრუნებაზე გვიყვება

Nike ახალ რეკლამაში ხაზს უსვამს, რამდენი რამ შეუძლია, სპორტს გვასწავლოს. იმედი და შეუპოვრობა. მაშინაც კი, როცა აწმყო მძიმე, მომავალი კი განუსაზღვრელი და ბუნდოვანია.

ვიდეორგოლს კინგ ლებრონ ჯეიმსის ხმა გასდევს, სადაც მსოფლიო კლასის ათლეტების სპორტში დაბრუნებაზე გვიყვება: სერენა უილიამსზე, ტაიგერ ვუდსზე, რაფაელ ნადალზე, კრიშტიანუ რონალდუსა თუ საკუთარ თავზე. ამბებზე, როცა ისინი დამარცხდნენ, ან მასთან ძალიან ახლოს იყვნენ, თუმცა კი, ისინი, დღეს, მსოფლიოში საუკეთესო სპორტსმენებად მიიჩნევიან.

„ნაიკი“ ამბობს, რომ ახალი რეკლამა ბრენდის მიმდინარე კამპანიის გაგრძელებაა, რომლის მთავარი სათქმელიც არის: “You Can’t Stop Sport” – „სპორტის შეჩერება შეუძლებელია“.

კამპანიაზე სააგენტო W+K Portland-მა იმუშავა. 

„იგრძენი თავი, როგორც საკუთარ ოფისში“ – Lunchoba-ს ადაპტაცია და ყველა სიახლე თითქმის 1 წუთში

მოწყობილობა, რომლითაც სასურველ საკვებს, კალორიების გარეშე დააგემოვნებთ