კობი ბრაიანტზე ვიდეორგოლების სერიის შემდეგ NIKE-ი ჩვეულ (ადეკვატურ) ფორმას დაუბრუნდა. კომპანიამ ახალი სარეკლამო რგოლი გადაიღო ბერძენი სპორტსმენებისა და პარასპორტსმენის მონაწილეობით.
NIKE-ი ყოველთვის არღვევდა ჩარჩოებს და ამტკიცებდა, რომ შეუძლებელი არაფერია. გამონაკლისი არც ეს შემთხვევაა. მიუხედავად ყველანაირი დაბრკოლებისა, თუ “შეზღუდული შესაძლებლობებისა”, ყველა ადამიანი თავის ბედს და მომავალს თვითონ ქმნის, მთავარი აქ მონდომებაა.
როგორც ჩანს, კომპანიას, ახალი ვიდეორგოლით ბერძენი ხალხის გამოფხიზლება და გააქტიურება სურს იმისთვის, რომ ტრიბუნა, რომელიც 2004 წელს საზაფხულო ოლიმპიურ შეჯიბრებს მასპინძლობდა, აღარ იყოს ასეთ გავერანებულ მდგომარეობაში. უნდა იგრძნობოდეს, რომ საბერძნეთი ოლიმპიური თამაშების სამშობლოა.
https://www.youtube.com/watch?v=F-Ra4TqQ7bQ











