რას იტყვიან შენზე? Nike–ის ახალი ვიდეორგოლი არაჩვეულებრივი გზავნილია იმ ქალბატონებისთვის, რომლებიც დიდი ძალისხმევის ფასად ცდილობენ საკუთარი თავის დამკვიდრებას სპორტის სხვადასხვა სახეობებში. მიუხედავად იმისა, რომ უკვე განვითარებულ სამყაროში ვცხოვრობთ, გენდერული თანასწორობის პრობლემა კვლავ აქტუალური რჩება, განსაკუთრებით კი ისეთ ადგილებში, როგორიც მაგალითად შუა აღმოსავლეთის ქვეყნებია. “ეს საშენო სპორტი არ არის”, “აქ არ უნდა იყო”, “ამას ვერ შეძლებ”, – ეს უკვე ხშირი და საკმაოდ გავრცელებული ფრაზებია თუმცა, შესაძლოა ყველაფერი პირიქითაც იყოს და ეს მხოლოდ მონდომებაზეა დამოკიდებული.












