ამერიკის შეერთებულ შტატებსა და მის უძველეს მოკავშირეს, საფრანგეთს თანამშრომლობისა და კოლაბორაციის საუკუნოვანი ისტორია აქვთ. მხოლოდ თავისუფლების ქანდაკების ხსენებაც კი საკმარისია ამ საკითხის სერიოზულობა რომ წარმოვიდგინოთ.
ამ ზაფხულს კოლაბორაციის კიდევ ერთი ნიმუში შეემატება ამ ისტორიულ ტრადიციას — საფრანგეთის საკალათბურთო ნაკრები ოლიმპიურ თამაშებზე Nike-ის Jordan Brand-ის მიერ შექმნილი ფორმით იასპარეზებს. ე. წ. საშინაო და გასვლით მაისურებზე ლურჯ-თეთრი და თეთრ-წითელი გრადაციებით, წინა მარჯვენა კუთხეში გამოსახული იქნება ჯორდანის ლოგო — Jumpman. კოლექციაში წარმოდგენილია მაისურები, ზურგჩანთები და სრული სავარჯიშო ეკიპირება.

აქვე, აღსანიშნავია, რომ სტატისტიკის მიხედვით ფრანგების ინტერესი NBA-ს მიმართ დროთა განმავლობაში იზრდება. ქვეყნიდან ყოველწლიურად მრავალ ნიჭიერი კალათბურთელი ცდილობს ნაციონალურ საკალათბურთო ასოციაციაში მოხვედრას.
გარდა ამისა, კომპანია სხვა გზებსაც ეძებს პარიზის ოლიმპიურ თამაშებზე ბრენდის წარმოსადგენად. საფრანგეთის დედაქალაქში ექვსთვიანი პროგრამით მაღაზიაც კი გაიხსნა, სახელწოდებით District 23, რომელიც მაიკლ ჯორდანის მაისურის ნომერზე მიუთითებს.













