14
Jun
2017

Nike-ის პასუხი მათ, ვისაც კევინ დურანტი უპერსპექტივო მოთამაშედ მიაჩნდა

14 Jun 2017

Elit Electronics
Elit Electronics


უკვე თითქმის ტრადიციად კი იქცა, სპორტულ ღონისძიებებში გამარჯვების შემდეგ, მისალოცი ვიდეორგოლების შექმნა იმ ბრენდების მხრიდან, ვისმა წარმომადგენელმა სპორტსმენებმაც წარმატებით იასპარეზეს. Nike-მა, რომელიც ყოველთვის დიდი ყურადღებით ეპყრობა თავის ვარსკვლავურ შემადგენლობას, ჩვეულებას არ უღალატა და Golden State Warriors-ს NBA-ს გამარჯვებულის ტიტულის მოპოვება მაშინვე მიულოცა, რაც შეეხება ტრადიციულ რგოლს, ის პირადად კევინ დურანტს მიუძღვნა. ერთწუთიან ვიდეოში, რომელზეც სააგენტო Wieden + Kennedy-მ იმუშავა, ახალგაზრდა სპორტსმენის მიმართ სერიოზული კრიტიკა და ეჭვები ჟღერდება. თუმცა, ეს ყველაფერი მანამ ხდება, სანამ კევინი, კალათბურთში ყველაზე პრესტიჟულ წოდებას მოიპოვებს, გუნდთან ერთად. Nike-მა Debate This რგოლით თავიანთი შეცდომა დაანახა იმ ადამიანებს, რომლებსაც კევინ დურანტი არაპერსპექტიულ მოთამაშედ მიაჩნდათ.

 

განხილვა