Nike-ის მარკეტინგული პოლიტიკა თავისი წარმომადგენელი განსაკუთრებული სპორტსმენებისთვის წარმატების მილოცვასაც მოიცავს. სულ რაღაც ერთი თვის წინ ვიხილეთ რგოლი კევინ დურანტისთვის, ახლა კი ვიდეოს მთავარი გმირი ცნობილი ჩოგბურთელი როჯერ ფედერერია, რომელმაც მარკ სილიკის დამარცხებით, უიმბლდონის ჩემპიონობა უკვე მერვედ მოიპოვა. მისალოცად ბრენდმა ძალები არ დაიშურა და დახმარება სააგენტო Wieden + Kennedy-ს სთხოვა. ერთობლივი რგოლი ძალიან ორიგინალური და ეფექტური გამოვიდა. თუ როჯერთან ერთად მოედანზე ბალახის მოსაწესრიგებლად არ ხართ, მაშინ რა გინდათ მის გვერდით?
https://www.youtube.com/watch?v=zeqEUPIxp5U














