შუა აღმოსავლეთის შემდეგ, ჯერი თურქეთზე მიდგა, Nike-ის აქაური ვიდეორგოლი არაფრით ჩამოუვარდება წინამორბედს და ამ შემთხვევაშიც აქტუალური კვლავ გენდერული თანასწორობის თემაა. ქალბატონები, რომლებსაც გარდა იმისა, რასაც მათგან მოელიან, გაცილებით მეტი შესაძლებლობები აქვთ და ბიონსეს საკმაოდ თემატური სიმღერის Run the World (Girls) ფონზე, ერთ-ერთ ყველაზე წარმატებულ სპორტულ ბრენდთან ერთად იცავენ საკუთარ შესაძლებლობებსა და წარმატების უფლებებს.












