„ნიკოს“ ფარგლებში, საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, თბილისის ერთ-ერთ უზარმაზარ კედელზე უკრაინელი ოლეჩკა გამოჩნდა. ნამუშევრის ავტორი მხატვარი ნინა ხურცილავაა, რომელმაც ნახატი უკრაინელ მებრძოლ ბებიას მიუძღვნა. ეს თბილი ნახატი ოლეჩკას რთულ გზას იტევს, ქალის, რომელიც გადაურჩა ჰოლოდომორს, იბრძოდა მეორე მსოფლიო ომში და შიმშილობისას, დაფქული რკოთი ირჩენდა თავს.
„მთავარი აზრი ნამუშევრის არის ის, თუ რამდენად ძლიერი და მებრძოლი შეიძლება იყოს ადამიანი, როცა მას სიცოცხლე უყვარს,“ – ამბობს ნინა ხურცილავა.