27
Sep
2018

ფიროსმანის შედევრი ლოგოდ! ანუ თბილისის ქუჩის ხელოვნების მოძრაობა „ნიკოს“ ბრენდინგი

27 Sep 2018

„25 სექტემბრიდან, ქართველი და უცხოელი არტისტები თბილისის კედლებს ულამაზესი ნახატებით დაამშვენებენ, ჩვენი ფეისბუკგვერდის საშუალებით კი, მათი მუშაობის ყოველ დეტალს შეიტყობთ“, – ვკითხულობთ თბილისის ქუჩის ხელოვნების მოძრაობის გვერდზე Niko.

0.5 ანაბარზე
0.5 ანაბარზე

ჩვენი მიზანია, შევკრიბოთ ადგილობრივი და უცხოელი ხელოვანები და მათი მხარდაჭერით, გამოვაცოცხლოთ დედაქალაქისა და სხვა ქალაქების ქუჩები“, – „ნიკო“.

თბილისის ქუჩის ხელოვნების მოძრაობის ბრენდინგზე სააგენტო HOLMES&WATSON-მა იმუშავა. ლოგოში გამოყენებულია ძაღლი ფიროსმანის ნახატიდან: „ქეიფი ვაზის ტალავერში“. ერთადერთ ქართველ ანიმალისტს ჰქონდა ცხოველების ძალიან ბევრი ნახატი. ეს ძაღლიც, რომელიც შესაძლოა, ერთი შეხედვით, არც ისე მნიშვნელოვნად მივიჩნიოთ, ფიროსმანის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი პერსონაჟია. მისმა შედევრმა კი, ახალი როლი მოირგო და სწორედ ეს
„ქუჩის ძაღლი“ გახდა თბილისის ქუჩის ხელოვნების მოძრაობის ლოგო.

უფრო დეტალურად „ნიკოს“ მიზნების შესახებ:
გვინდა, დავეხმაროთ ახალგაზრდა ხელოვანებს თავიანთი თავის წარმოჩენაში და ხელი შევუწყოთ ხელოვნების ამ დარგის განვითარებას; გამოვაცოცხლოთ უსახური სივრცეები და შევმატოთ ქალაქს კულტურული ღირებულება, გამოვაჩინოთ საქართველო სტრიტ-არტის მსოფლიო რუკაზე , – „ნიკო“.

ნიკო ფიროსმანი იყო ქართველი პრიმიტივისტი მხატვარი, რომელიც სიკვდილის შემდეგ იქნა აღიარებული. ფიროსმანის ნახატები შთაგონებული იყო მისი დროის სოციალური მდგომარეობით – ძალიან ბევრი ნამუშევარი აქვს შესრულებული ვაჭრებზე, მაღაზიის გამყიდველებზე, ხელოსნებსა თუ დიდგვაროვანთა ჯგუფებზე. ფიროსმანი შეყვარებული იყო ბუნებასა და სოფლის ცხოვრებაზე. ხატავდა ცხოველებს და იყო ერთადერთი ქართველი ანიმალისტი. 

ბრენდინგნამუშევრების სრულად სანახავად ეწვიეთ ბმულს.

Credits:
Designer: Gvantsa Chijavadze
Account Executive: Ani Kuprika

განხილვა