in

“ნიკო ნიკოლაძის კვალდაკვალ” – “ჯეპრას” საგანმანათლებლო პროექტი

ნიკო ნიკოლაძე – XIX საუკუნის ერთ-ერთი გამორჩეული ქართველი მეწარმე და საზოგადო მოღვაწე. მის სახელს უკავშირდება უამრავი წამოწყება. მხოლოდ თბილისში, წყალმომარაგება, კანალიზაცია, მუნიციპალური ტრანსპორტი, ფუნიკულიორი, მთაწმინდის პანთეონი გვაქვს, სწორედ მისი მოღვაწეობის შედეგია და ეს მისი საქმეების მხოლოდ მცირე ნაწილია. ვრცლად ამ სტატიაში შეგიძლიათ წაიკითხოთ.

ნიკო ნიკოლაძის აზროვნება და მოღვაწეობა იქცა პროექტის შთაგონებად, საკონსულტაციო სააგენტო „ჯეპრასთვის“. პროექტის ფარგლებში, შეიქმნა ნიკო ნიკოლაძის ანიმაციური პერსონაჟი, რომელიც სააგენტოს განცხადებით, სულ მალე გაცოცხლდება და ბევრ საინტერესო ამბავს მოგვიყვება. პერსონაჟი ნიკო ნიკოლაძის სახელობის საგანმანათლებლო პრემიის სიმბოლოა. პრემიის შთაგონებად კი, ნიკო ნიკოლაძის განათლებისადმი დიდი ინტერესი და იქცა: გარდა იმისა, რომ იგი პირველი ქართველი იყო, რომელმაც დისერტაცია უცხო ენაზე დაიცვა, ყველანაირად ცდილობდა საქართველოში განათლების განვითარებას. ნიკო ნიკოლაძე პირველი ადამიანია, ვინც ქართველი ქალები ევროპულ განათლებას აზიარა – ქუთაისის ქალთა გიმნაზიის მოსწავლეები შვეიცარიაში გააპარა სასწავლებლად.

პრემიის ფარგლებში, შერჩეულ უნივერსიტეტში ცხადდება კონკურსი, რომლის გამარჯვებულებს პარტნიორი ბიზნესკომპანია ნიკო ნიკოლაძის პრემიას გადასცემს. პრემიის მიზანი ბიზნესსა და საგანმანათლებლო სექტორს შორის კავშირის გამყარება, ბიზნესის საჭიროებებთან მორგებული სწავლებისთვის ხელშეწყობა და ნიჭიერი სტუდენტების წარმოჩენაა.

რუსკა უსტიაშვილი, “ჯეპრას” კონსულტანტი: „ნიკო ნიკოლაძე სათანადოდ დაფასებული არ არის დღეს, საზოგადოებამ ძალიან ცოტა იცის მასზე, არც სკოლებში ისწავლება ბევრი, არადა ნიკო თავისი ეპოქის ყველაზე ნათელი და პროგრესული ადამიანია და ჩვენი ძალიან დიდი სურვილია საზოგადოებამდე მივიტანოთ მისი მასშტაბური მნიშვნელობის საქმეები, მისი პროგრესული აზროვნება და ინოვაციური იდეები.

2019 წელს დავაწესეთ ნიკო ნიკოლაძის სახელობის პრემია, რომლითაც პირველად თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტური კონკურსის „მისია 2019“-ის გამარჯვებული სტუდენტები დავაჯილდოვეთ. 

უკვე დაწყებულია მზადება გაზაფხულზე საქართველოს უნივერსიტეტში პირველი „პიართონის“ ჩასატარებლად, რომლის გამარჯვებულსაც ნიკო ნიკოლაძის პრემიას გადავცემთ.”

სააგენტომ ნიკო ნიკოლაძის პროექტზე მუშაობა გასულ წელს დაიწყო. იმ დროისთვის, ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის და დიზაინერ დავით მაისურაძის დახმარებით, შექმნეს ნიკო ნიკოლაძის ხელნაწერი შრიფტი.

ასევე, გახსნეს ნიკო ნიკოლაძის კაბინეტი, რომელმაც “ჯეპრას” ოფისში დაიდო ბინა.

რას სთავაზობს მომხმარებელს პარკეტი N1-ის მაღაზია – შოურუმი?

Tesla-ს ჩათვლით, AI-ს შექმნაზე მომუშავე ნებისმიერ ორგანიზაციას რეგულირება სჭირდება – ილონ მასკი