15
Apr
2019

ნიკო ნიკოლაძის ხელნაწერი შრიფტი შეიქმნა

15 Apr 2019

პიარისა და მარკეტინგული კომუნიკაციების კომპანია „ჯეპრას“ ინიციატივით, ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის პროექტის ფარგლებში, ქართველი მოღვაწის ნიკო ნიკოლაძის შრიფტი შეიქმნა.

„წლის დასაწყისში გადავწყვიტეთ, დაგვეარსებინა ნიკო ნიკოლაძის საუნივერსიტეტო პრემია, რომელზეც უკვე რამდენიმე თვეა ინტენსიურად ვმუშაობთ. სულ ახლახან, პროექტის მასშტაბურობიდან გამომდინარე, გაჩნდა იდეა, შეგვექმნა ნიკო ნიკოლაძის შრიფტი. დავუკავშირდით დიზაინერ დავით მაისურაძეს, რომელმაც ჩვენს იდეას ფრთები შეასხა და სულ რაღაც ერთ კვირაში ნიკო ნიკოლაძის შრიფტი მზად იყო. პრეზენტაცია დედაენის დღეს, 14 აპრილს მწერალთა სახლში გაიმართა.“ – ამბობს „ჯეპრას“ კონსულტანტი რუსკა უსტიაშვილი.

ნიკო ნიკოლაძის საუნივერსიტეტო პრემიის დაარსების მიზანი ახალგაზრდებში განათლების დონის ამაღლება, ნიჭიერი სტუდენტების აღმოჩენა და რეალურ პროექტებზე მუშაობით მათი პროგრესული იდეების წახალისებაა.

„ნიკო ნიკოლაძე იყო პროგრესული აზროვნებით გამორჩეული ქართველი, რომელსაც ქვეყანაში ყველაფერი ახალი და ინოვაციური შემოჰქონდა ევროპიდან. მის მიერ განხორციელებულმა პროექტებმა მნიშვნელოვანი როლი ითამაშა საქართველოს განვითარებაში. იგი თავისი აზროვნებითა და საქმისადმი მიდგომით ნამდვილად უსწრებდა დროს და ყველაზე კარგად ესმოდა განათლებისა და განვითარების მნიშვნელობა“.

განხილვა