in

ნიკო თევდორაშვილი – #პირველისამსახური

niko tevdo
ნიკო თევდორაშვილი

ჩემს პირველ შემოსავალზე 13 წლისამ დავიწყე ზრუნვა, როდესაც ოჯახის დახმარებისა და უფროს მეგობართან კონსულტაციის შემდეგ, აუდიო-ვიდეო კასეტების რეალიზაცია-გაქირავების მცირე ბიზნესი დავიწყე. ყველაზე დიდი გამოწვევა იმ დროინდელ სახელმწიფო სტრუქტურების წარმომადგენლებთან ურთიერთობა იყო.

პირველი დაქირავებული სამსახური კი 18 წლისამ დავიწყე, როდესაც ჩემი ფაკულტეტის სტუდკავშირის თავმჯდომარემ შოთა გვენეტაძემ ახალგაზრდა ეკონომისტთა ასოციაციის ერთ-ერთ ახალ პროექტში მიმიწვია თანაშემწედ. პროექტი საქართველოში სტანდარტიზაციისა და სერტიფიცირების სფეროს ეხებოდა, ხოლო მე ინფორმაციის მოძიება და ანალიზი მევალებოდა. ასოციაცია აერთიანებდა ეკონომიკისა და მართვის ძლიერ სპეციალისტებსა და ლიდერებს, ჯამაგირზე არც მიფიქრია და არც მახსოვს. შემიძლია ვთქვა, რომ ასოციაციამ თითქმის სრულად შემივსო იმ პერიოდში უნივერსიტეტებში არსებული ეკონომიკური განათლების დეფიციტი, გამაცნო სფეროში მოღვაწე ადამიანები, როგორც საქართველოში, ასევე მის ფარგლებს გარეთ. ნიკო თევდორაშვილი – სტრატეგიული მარკეტინგული კომუნიკაციების საკონსულტაციო კომპანია TMG Marketing-ის დირექტორი და თანამფლობელი.

 

niko tevdo1

niko tevdo2

niko tevdo 3

სელფის გიგანტური ჯოხი – Toyota–ს კამპანია Flow Festival–ზე

როცა სულ უფრო მეტი გინდა – Fox–ის სარეკლამო კამპანია