in

ლეგენდით შთაგონებული ჩაის შეფუთვა — Nikolaus & Krampus Tea 

Nikolaus & Krampus Tea სადღესასწაულო მხიარულებისთვის გვამზადებს, ევროპული პერსონაჟებით Saint Nikolaus-ითა და მისი ბოროტი მეწყვილე Krampus-ით შთაგონებული ნაკრები იზიარებს იდეას, რომ არავინაა სრულყოფილად კარგი ან სრულყოფილად ცუდი… ამიტომაც, ორივენაირი შეფუთვით გთავაზობთ ჩაის და არჩევანს თქვენვე მოგანდობთ.

BOG
BOG

თუ Nikolaus-ის ჩაი დამამშვიდებელ არომატებს გვიზიარებს მყუდრო საღამოებისთვის, სანთლების შუქსა და ტკბილი ტრადიციების ფონზე, Krampus უფრო თამამ და ცხარე გამოცდილებას გვპირდება, რითაც ზამთრის ველურ ბუნებას ეხმიანება. ერთად კი სასიამოვნო სეზონური ჩაით ტკბობას სთავაზობენ მომხმარებლებს. 

ლოგიკური გადანაწილებაა, თუ იმას გავიხსენებთ, რომ ლეგენდის თანახმად, წმინდა ნიკოლოზი ღამით ოქროს მონეტებს ტოვებდა ღარიბი ბავშვების სახლში, ამიტომაც ჩაის შეფუთვაზეც თეთრი წვერებით, წითელი ლიტურგიული ტანსაცმლითა და ქუდით ვხედავთ. ხოლო კრამპუსი ბეწვიანი ურჩხულია, წმ. ნიკოლოზის ბნელი თანამგზავრი. როგორც ამბობენ, ცუდ ბავშვებს სჯისო… ამიტომაც, გრინჩებისთვის ეს უკანასკნელი გამოდგება, ხოლო მათ, ვისაც ახლაც უყვარს სურვილების ფურცელზე დაწერა, Saint Nikolaus-ის იმედი უნდა ჰქონდეს…

შეფუთვას კარგად ნაფიქრი დეტალები მოჰყვება, მათ შორის სადღესასწაულო მისალოცი ბარათი ხელნაწერი ტექსტით და სახალისო ინსტაგრამის ფილტრი, რომელიც მომხმარებლებს საკუთარი Nikolaus-ის ან Krampus-ის სადღესასწაულო სელფების გადაღებას სთავაზობს.

ჩაის თითოეული პაკეტი ისეა შექმნილი, რომ მისი ინდივიდუალურად ჩუქებაც შესაძლებელი იყოს. ამიტომ, შეგიძლია ვთქვათ, რომ სადღესასწაულო წინდების მშვენიერ ალტერნატივას წარმოადგენს…

Nikolaus & Krampus Tea ხასიათს, სთორითელინგსა და სეზონის შარმს აერთიანებს. ტრადიციებს თანამედროვეობას უსადაგებს, დანარჩენი კი თავად ნახეთ და აირჩიეთ, რომელი შეგეფერებათ:

 

სასტუმრო ტელეგრაფის რეკონსტრუქცია დასრულდა – მხარდამჭერი საქართველოს ბანკია

საერთო სამუშაო სივრცის პირველი ქართული აპლიკაცია — Terminal Co-working