28
Oct
2019

სიტყვების ვიზუალური ასოციაციები – ნიკოლოზ ნარსიას ნამუშევრები

28 Oct 2019

ნიკოლოზ ნარსიამ, „ჯეოლაბიდან“ ე.წ. WordArt-ები შექმნა და ამხსნელ-დამაზუსტებლიანად, მარკეტერს საკუთარი ნამუშევრები გაუზიარა:

ბათუმი – იქიდან გამომდინარე, რომ ბათუმში ხშირად წვიმს, „თ“ ასო მიმსგავსებულია ქოლგასთან. თვალი – „თ“ ასოში გამოსახულია თვალის გუგა.
თვრამეტი – „ტ“ ასოში რიცხვი თვრამეტია გამოსახული.
კალენდარი – „რ“ ასოში გამოსახულია 31.
მოგზაური – „გ“ ასოში გამოსახულია სამოგზაურო ჩანთა.
ნაყინი – „ყ“ ასოში ვაფლის ნაყინის ამოცნობაა შესაძლებელი.

 

როგორი – იქიდან გამომდინარე, რომ თვითონ სიტყვა „როგორი“ კითხვითია და კითხვის ნიშანი დაესმის „გ“ ასოში გამოსახულია კითხვის ნიშანი.
სპილო – „ლ“ ასოში შექმნილია ნეგატიური სივრცე სპილოს თავისთვის.
ფეხმძიმე – „ხ“ ასოში გამოხატულია ფეხმძიმე ქალის მუცელი.
აიფონ 11 – „ფ“ ასოში ჩახატულია iPhone 11-ის უკანა მხარის ვიზუალი

განხილვა