in

Nikon-მა განახლებული ჯიბის ბინოკლი გამოუშვა

4x10D CF-ის ჯიბის ბინოკლის განახლებით Nikon-მა იმ ადამიანების ყურადღება მიიპყრო, რომლებიც ფუნქციურობისა და სტილის შერწყმას მიაგებენ პატივს. ეს პატარა მოწყობილობა ინდუსტრიული დიზაინის ფილოსოფიას ასახავს და ტრადიციული ბინოკლების მოცულობის პრობლემასაც აგვარებს. თანაც, ნიკონს სჯერა, რომ მსგავსი ბინოკლების მოყვარულები ჯერ კიდევ მოიძებნებიან… 

ბინოკლი 65 გრამს იწონის, რითაც მისი ჯიბით ტარება მეტად კომფორტული ხდება. შესაბამისად, პორტატიული და ერგონომიულია. თუმცა არაფერი გამოვიდოდა მხოლოდ დიზაინით, ამიტომაც ნიკონი თავის მემკვიდრეობას მიმართავს და 4×10 სპეციფიკაციით გაჩვენებთ ყველაფერს, რაც მისი გამოყენებისას დაგჭირდებათ. 

4x გადიდება კი მოკრძალებულია, მაგრამ კონცერტზე, თეატრში ან მუზეუმში ყოფნისას მშვენივრად გამოიყენებთ. რაც შეეხება 10 მმ-იანი ობიექტივის ლინზებს, მართალია, პატარაა, მაგრამ აუცილებელ კომპრომისს წარმოადგენს მსგავსი თხელი კონსტრუქციის მისაღებად. ყველაზე შთამბეჭდავი კი აქ 10-გრადუსიანი რეალური ხედვის არეა, რომელიც გვირაბისებური ხედვის შეგრძნებისგან გაგათავისუფლებთ.

ამგვარად, Nikon 4x10D CF მშვენიერი ნიშური პროდუქტია მაგალითად არქიტექტორისთვის, რომელსაც ფასადის დეტალების ქუჩიდან დათვალიერება სურს, თეატრის მოშორებით მჯდომი სტუმრებისა თუ მოგზაურებისთვის, რომელთათვისაც მთავარი მსუბუქი ჩანთის ქონაა. ნაკლებად არის სპორტული მოწყობილობა, ყოველდღიური აქსესუარია და იმ ადამიანებს გამოადგებათ, რომელთაც სამყაროს უფრო ახლოდან დანახვა სურთ. 

რა როლი აქვს AI-ს მარკეტინგის ხელმძღვანელების განვითარებაში

როგორ გააკონტროლოთ, რას ამბობს AI თქვენი ბრენდის შესახებ