in ,

Nikon-მა მიკროსკოპის ქვეშ გადაღებული საუკეთესო ფოტოები გამოაქვეყნა

მესამე ადგილი: Kandid Kush, კანაფის მცენარის ფოთოლი. Credit: Chris romaine/ Nikon Small World

ამბავი ასეთია — 2024 წლის Nikon Small World Competition-ის საუკეთესო ჯილდო თაგვის ტვინის სიმსივნური უჯრედების ინოვაციურმა სურათებმა მოიპოვა. ერთი შეხედვით, სურათები სამეცნიერო-ფანტასტიკური ჟანრის გეგონებათ, თუმცა სინამდვილეში უჯრედების აქტინს, მიკროტუბულებსა და ბირთვებს ასახავს. 

BOG
BOG

ეს სურათი ამჟღავნებს, თუ როგორ მივყავართ უჯრედის ციტოჩონჩხის სტრუქტურის დარღვევას (სტრუქტურულ ჩარჩოსა და მიკროტუბულების სახელით ცნობილ მაგისტრალებს) ისეთ დაავადებებამდე, როგორებიცაა ალცჰაიმერი და ამიოტროფული გვერდითი სკლეროზი (ALS), — ვკითხულობთ პრესრელიზში. 

სურათების ავტორი დოქტორი ბრუნო სისტერნა გახლავთ, რომელსაც ამ პროცესში ერიკ ვიტრიოლი ეხმარებოდა. აღსანიშნავია, რომ Augusta University-ის მეცნიერებისგან ამ სურათების გადაღება უდიდეს მოთმინებას საჭიროებდა: 

დაახლოებით სამი თვე გავატარე პროცესის სრულყოფაზე, რათა უჯრედების მკაფიო ხილვადობა გვქონოდა. მას შემდეგ, რაც უჯრედებს დიფერენცირებისთვის 5 დღე მივეცი, სწორი რაკურსი უნდა მეპოვა, სადაც დიფერენცირებული და არადიფერენცირებული უჯრედები ურთიერთქმედებდა. ამას მიკროსკოპის ქვეშ დაახლოებით 3 საათი დასჭირდა,  მოიცავდა ბევრ ცდასა და მუშაობის უამრავ საათს, რათა ყველაფერი წესრიგში ყოფილიყო.

პირველი ადგილი: თაგვის ტვინის სიმსივნური უჯრედების დიფერენცირება
Credit: Dr. Bruno Cisterna & Dr. Eric Vitriol / Nikon Small World

აღსანიშნავია, რომ წელს Nikon Small World Competition 50 წლის ხდება, კონკურსში კი 80 ქვეყნიდან 2100 ნამუშევარი იყო წარდგენილი. თუ ღონისძიების ორგანიზატორებს დავეყრდნობით: ეს წამყვანი ფორუმია ფოტომიკროგრაფიაში ჩართული ხელოვნების, ცოდნისა და ფოტოგრაფიული ბრწყინვალების წარმოსაჩენად

დანარჩენი თავად ნახეთ:

მე-11 ადგილი: დამპალ ტოტზე დაგროვებული წყლის წვეთი
Credit: Dr. Ferenc Halmos / Nikon Small World
Honorable Mention: ავტოფლუორესცენცია Diomus notescens-ის სახეზე
Credit: Angus Rae / Nikon Small World
Honorable Mention: არტემია
Credit: Christopher Algar / Nikon Small World
Honorable Mention: გვიმრა Credit: Dr. David Maitland / Nikon Small World David Maitland

მე-5 ადგილი: რვაფეხას კვერცხები
Credit: Thomas Barlow & Connor Gibbons / Nikon Small World
მე-2 ადგილი: ელექტრული რკალი ქინძისთავებსა და მავთულს შორის.
Credit: Dr. Marcel Clemens / Nikon Small World
მე-7 ადგილი: Ammophila arenaria-ის ფოთოლი
Credit: Gerhard Vlcek / Nikon Small World
მე-6 ადგილი: Dictydium cancellatum
Credit: Henri Koskinen / Nikon Small World
მე-19 ადგილი: სილენის მცენარის თესლი
Credit: Alison Pollack / Nikon Small World Alison K. Pollack
მე-16 ადგილი: Daphnia sp-ის ემბრიონები
Credit: Marek Miś / Nikon Small World
მე-13 ადგილი: Diaea dorsata-ს ობობის თვალები
Credit: Paweł Błachowicz / Nikon Small World
Image of Distinction: Coccinellidae-ის ჭიამაია სამყურაზე
Credit: Dr. Marko Pende / Nikon Small World
Image of Distinction: ობი
Credit: Timothy Boomer / Nikon Small World Timothy Boomer

Image of Distinction: Palm Weevil წინა ხედით
Credit: Dr. Sherif Abdallah Ahmed / Nikon Small World

შეიძინე სასურველი პროდუქცია კარფურიდან Wolt-ისა და Glovo-ს აპლიკაციების მეშვეობით და მიიღე დამატებითი სარგებელი

Sainsbury შობისთვის „დიდ კეთილ გოლიათთან“ ერთად ემზადება