in

Nikon – პროდუქტის ბრენდი, რომელმაც მწარმოებლის სახელი გადაფარა

მართალია, დღეს ფოტოების გადასაღებად ყოველდღიურობაში ყველანი სმარტფონებს ვიყენებთ, მაგრამ იყო დრო, როცა კადრის აღსაბეჭდად მხოლოდ კარგი ფოტოაპარატი იყო საჭირო. დღესაც იშვიათად ნახავთ ფოტოხელოვანს, რომელიც სესიებზე ტელეფონით დადის, ამიტომ, მიუხედავად ტექნოლოგიური ცვლილებებისა, ეს ხელსაწყო ფოტოგრაფიაში მაინც დიდ როლს თამაშობს. 

istoriebi
istoriebi

Nikon ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ბრენდია, რომელიც ფოტოგადაღებასთან დაკავშირებულ აღჭურვილობას გვთავაზობს. გარდა კამერებისა, ის აწარმოებს ლინზებს, ბინოკლებს და სხვა. ის ერთ-ერთი პიონერი იყო იმ მწარმოებლებს შორის, ვინც ყურადღება ოპტიკური მინის კვლევასა და განვითარებაზე გაამახვილა.

დიახ, დღეს სწორედ Nikon-ის ისტორიას მიმოვიხილავთ.

კომპანიის ისტორია

Nikon Corporation დაარსდა 1917 წლის 25 ივლისს, როდესაც სამი წამყვანი ოპტიკური მწარმოებელი გაერთიანდა და ჩამოაყალიბა ყოვლისმომცველი, სრულად ინტეგრირებული ოპტიკური კომპანია, რომელიც ცნობილია როგორც Nippon Kōgaku Tōkyō K.K. ქართულად ეს დასახელება „იაპონურ ოპტიკას” ნიშნავს. ახალმა კომპანიამ ტექნიკური დახმარების შესახებ მოლაპარაკება აწარმოა გერმანულ საინჟინრო ფირმა Carl Zeiss-თან, მაგრამ მოლაპარაკებები ჩაიშალა. ამის მიუხედავად, ის მაინც გაჰყვა აღებულ გეზს და მის საწარმოში 8 საკმაოდ გამოცდილი გერმანელი ინჟინერიც მუშაობდა.

მომდევნო სამოცი წლის განმავლობაში ეს მზარდი კომპანია გახდა ოპტიკური ლინზების მწარმოებელი (მათ შორის პირველი Canon კამერებისთვის). ის ასევე აწარმოებდა პროდუქციას, რომელიც გამოიყენება კამერებში, ბინოკლებში, მიკროსკოპებსა და ინსპექტირების მოწყობილობებში.

მეორე მსოფლიო ომის დროს კომპანიას 30-ამდე საწარმო ჰქონდა და 2000 თანამშრომელი ჰყავდა. ის სამხედროებისთვის ამზადებდა ბინოკლებს და სხვა ოპტიკურ მოწყობილობებს.

პირველი ფოტოლინზა

1921 წელს მსოფლიოში ცნობილი გერმანელი ინჟინრების დახმარებით, გამოვიდა Anytar, მაღალი ხარისხის ფოტოლინზა, რომლის დიზაინიც ჰაინრიხ ახტს ეკუთვნოდა. ამ ლინზის ფოკუსის გასწორება 7.5სმ, 10.5სმ, 10.7სმ, 12სმ, 15სმ და 18სმ-ზე იყო შესაძლებელი.

ომი და გაფართოება

1920-იან და 1930-იან წლებში კომპანიამ გაფართოება დაიწყო. ამაზე დიდი გავლენა იქონია ომმა. როდესაც დიდი ომის საფრთხე გაიზარდა, იაპონიის მთავრობამ გადაწყვიტა, გადაწყვიტა, კონცენტრაცია მოეხდინა სანავიგაციო და დაბომბვის აღჭურვილობის ზუსტი ოპტიკის გაუმჯობესებაზე. ეს გადაწყვეტილება ნიშნავდა ახალ ბიზნესს Nippon Kogaku-სთვის. 

ომისშემდგომი პერიოდი და პირველი კამერა

ომისშემდგომ წლებში კომპანიამ აყვავება განაგრძო. სამხედრო პროდუქციის შექმნიდან ის სამომხმარებლო ოპტიკაზე გადავიდა. სწორედ ამ დროს დაიწყო პირველ კამერაზე მუშაობაც და გახდა ყველაზე ცნობილი ბრენდი ამ სფეროში.

1946 წელს მან წარმოადგინა თავისი პირველი კამერა Nikon-ის ბრენდის სახელით. მას დაერქვა Nikon Model I, რათა მოდელები განესხვავებინათ.

აღსანიშნავია, რომ იმ დროს სხვა იაპონური ბრენდებიც არსებობდნენ, რომლებიც ასევე კამერებს აწარმოებდნენ. მათ შორის იყო ცნობილი Canon-იც. 

Nikkor Club-ის შექმნა

მართალია, იმ დროს ჯერ კიდევ არ იყო ფეისბუკჯგუფები, მაგრამ ბრედნმა მაინც მოახერხა თავისი მომხმარებლების კომუნის შექმნა. Nikkor Club დაფუძნებულია, როგორც საერთაშორისო ორგანიზაცია მსოფლიოში ცნობილი ფოტოგრაფების, საუკეთესო ფოტოგრაფების იაპონიიდან, რომანისტების, მეცნიერების და კინომსახიობების მიერ. მისი მიზანი იყო NIKKOR ლინზების მომხმარებლების დაკავშირება მთელი მსოფლიოდან.

საუკეთესო დიაპაზონის მქონე ფლაგმანი

1959 წელს კომპანიამ თავისი სავიზიტო კამერა გამოუშვა, რომელიც იმ დროისთვის ცნობილი პროფესიონალური კამერა გახდა და გრანპრიც კი მოიგო ბრიუსელში. 

მალევე გამოვიდა ახალი ფლაგმანი, NIkon F, რომელსაც პირველი შესავცვლელი ლინზები ჰქონდა.

NIkon-ის კამერები იქცა ბრენდად, რომელმაც თავად მწარმოებელი კომპანიის სახელიც კი გადაფარა. დღეს რომ ვიღაცას ჰკითხოთ,  NIKKOR რა ბრენდია, შესაძლია სხარტი პასუხი ვერ მიიღოთ, მაგრამ საეჭვოა, ვინმემ არ იცოდეს, რა არის NIkon. 

ცნობილი და პოპულარული იმით გახდა, რომ ერთ-ერთი ნოვატორი იყო და მსოფლიოს გააცნო ბევრი ისეთი მახასიათებელი, რომლებიც მანამდე არ იყო გავრცელებული. ის დღემდე ყველაზე პროფესიონალურ კამერად მიიჩნევა. 

ბიზნესისტორიებს წარმოგიდგენთ „ალიანს ჯგუფი”.

#დაძარი

ავტორი: მარიამ გოჩიაშვილი

სადაზღვევო კომპანია „ალდაგმა“ განახლებული ლოგო და კრეატიული კამპანია წარადგინა

Pepsico-მ Rockstar-ის ვიზუალური იდენტობა განაახლა