in

Nikon-ის ფოტოსერია წარსულსა და აწმყოს შორის ზღვარს შლის

ფოტოგრაფიას ცოტა ხატოვნად თუ შევაფასებთ, ერთგვარ „დროის მდუმარე ჭურჭელს“ წარმოადგენს. ის საშუალებას გვძალევს, სამუდამოდ შევინახოთ მომენტები, წლები გავყინოთ, აღვბეჭდოთ ემოციები და მოვლენები. სწორედ ამას უკავშირებს Nikon თავის ახალ კამპანიას, რომელიც წარსულსა და აწმყოს ერთ ნაზავში აერთიანებს — კერძოდ, ბრენდმა გასაოცარი ფოტოების სერია წარმოადგინა.

BOG
BOG

ამ მომხიბვლელი პროექტისთვის, ექვსი ფოტოგრაფი Nikon-ის უახლესი Z f კამერით გაემგზავრა მსოფლიოს სხვადასხვა წერტილში, რათა ილუზიური სურათების კოლექცია შეექმნათ. შედეგად მიღებული კადრები წარსულსა და მიმდინარე დროს შორის არსებულ ზღვარს აბუნდოვანებს… ვინტაჟური ესთეტიკისა და უახლესი მახასიათებლების შერწყმით, Z f მოდელი იდეალურად შეეფერება შავ-თეთრ ფოტოგრაფიას. მისი მონოქრომული რეჟიმით, გაუმჯობესებული ახალი ტონის კონტროლით, ზუსტი სტაბილიზაციისა და გაფართოებული შესაძლებლობებით, ხელოვანები შთამბეჭდავად აფიქსირებენ სამყაროს მშვენიერებას.

JWST-მ მეორე ყველაზე შორეული გალაქტიკა დააფიქსირა!

4 ცვლილება, რომლითაც ზამთრის სევდას გაუმკლავდებით