in

„ნიკორამ“ 2023 წელს თანამშრომლებზე ზრუნვის პროგრამა „ბისიეი ჰელსი ქლაბთან“ ერთად დანერგა

ჯანსაღი კვება, სტრესის მენეჯმენტი, დროის მენეჯმენტი, იოგა, ძილის მენეჯმენტი, ოფისში ფიზიკური აქტივობის ოპტიმიზაცია — ეს ის თემებია, რომლებიც კორპორატიული ველნეს პროგრამის ფარგლებში, ნიკორამ ბისიეი ჰელსი ქლაბთან ერთად დანერგა.

აქტივობები 5 თვის განმავლობაში გრძელდებოდა და ტარდებოდა ისეთ ლოკაციებზე, როგორებიცაა: Bioli Wellness, სევსამორა და შუაგული.

კორპორატიული ველნეს პროგრამის ფარგლებში, თანამშრომლებს უტარდებოდათ თერიული და პრაქტიკული აქტივობები. თანაც, გარდა სასარგებლო ინფორმაციისა, მონაწილეები ერთვებიან Team Building აქტივობებში.

ველნეს პროგრამის საშუალებით, თანამშრომლები მეტად პროდუქტიულები, აქტიურები და მოტივირებულნი არიან; თანამშრომლებზე ზრუნვის შესაბამისად კი, იზრდება სამუშაო კმაყოფილების დონე.

შპს ნიკორას ტექნოლოგიური სამსახურის უფროსი, ნანა პერტენავა:მე დავესწარი შპს ნიკორას მიერ ორგანიზებული კორპორატიული ველნეს ღონისძიების სამივე მოდულს. ყველაფერი იდეალურად დაგეგმილი იყო. ღონისძიება, ტრენინგები, კვება, ტრანსპორტირება და ა. შ.

ძალიან სწორად იყო შერჩეული თემები. პროფესიონალებისგან მივიღეთ არაჩვეულებრივი რჩევები, რომლებიც სულ უნდა გვახსოვდეს და ჩვენი ცხოვრების წესად იქცეს. ასევე, მოგვეწონა ისიც, რომ ეს ყველაფერი ხდებოდა ქალაქგარეთ. სამივე ლოკაცია ძალიან ლამაზი და საინტერესო იყო. იმ სასარგებლო რჩევების გარდა, რომლებიც ზემოთ აღვნიშნე, ეს იყო ჩვენთვის ერთგვარი განტვირთვაც საუცხოო გარემოში.

მე პირადად დავიწყე პროგრამის ფარგლებში შეძენილი ცოდნის ცხოვრებაში გამოყენება. ვცდილობ, კერძები სწორად შევარჩიო, მეტი ვიმოძრაო და გავაკეთო ის მარტივად შესასრულებელი ვარჯიშები, რომლებიც გვასწავლეს, მოვიწესრიგო ძილი.

ძალიან კარგია, კომპანია რომ ზრუნავს თავისი თანამშრომლების ჯანმრთელობაზე. მინდა. ძალიან დიდი მადლობა გადავუხადო ამისთვის შპს ნიკორას ხელმძღვანელობას და ღონისძიების ორგანიზატორებს. აქვე დავამატებ იმასაც, რომ არა ასეთი ზრუნვა თანამშრომლებზე, 25 წელი ვერ ვიმუშავებდი ნიკორაში“.

[R]

„საუკეთესო წინ არის“ — როგორ შეიქმნა საქართველოს ბანკის საახალწლო ვიდეორგოლი?

რას უნდა ველოდოთ გლობალური ეკონომიკისგან 2024 წელს