in

„იგრილლავე ლისზე“ — ღონისძიება მრავალფეროვანი აქტივობებით ჩატარდა

ნიკორა ხორცპროდუქტების წამოწყებული იგრილლავეს ღონისძიებების სერია გრძელდება და ამჯერად ჯადოსნური ამბები ლისზე დატრიალდა, სადაც სტუმრებმა არაჩვეულებრივი დრო გაატარეს.

სხვადასხვა სივრცე, რომლებიც სახალისო და გასართობ აქტივობებს მოიცავდა, ნამდვილად საუკეთესო თავშესაქცევი გახდა სტუმრებისთვის. ხოლო პატარებისთვის შექმნილმა სპეციალურმა გარემომ ღონისძიების ტერიტორია საოცრად ფერად, პოზიტიურ და ლამაზ ზღაპარს დაამსგავსა.

ადგილზე შესაძლებელი იყო უგემრიელესი, შეფ კონსტანტინეს რეცეპტით მომზადებული გამორჩეული ჰოთ-დოგების დაგემოვნება. საღამოს კი დიჯეიმ არაჩვეულებრივი სეტი დაუკრა.

ორდღიანი ფესტივალის კულმინაცია ფეხბურთის მატჩის დიდ ეკრანზე ჩვენება გახდა, რომელიც სავსე იყო ემოციებით და კიდევ უფრო დაუვიწყარი გახადა იგრილლავეს ღონისძიება.

რაც მთავარია, ეს ყველაფერი არ იქნებოდა, რომ არა მოსული სტუმრები და მათი გულწრფელი ემოციები.

ნიკორა ხორცპროდუქტები კიდევ უფრო მეტ საინტერესო ღონისძიებებსა და სიურპრიზს ჰპირდება ყველას,  ვისაც კი სტუმრობის სურვილი  ექნება. ამიტომ თვალი ადევნეთ სიახლეებს, მანამდე კი გიზიარებთ ფესტივალის ჯადოსნურ ვიდეოს.

[R]

უგულშემატკივრე ბორჯღალოსნებს ბათუმის სტადიონზე

აღმოაჩინე PLUS დაბადების დღის პარტნიორი კომპანიები