in

ბრენდი “მზარეული” ბაზარზე განახლებული შეფუთვით გამოჩნდა

“ნიკორას“ შვილობილი ბრენდი „მზარეულის“ ვიზუალურ იდენტობაში სიახლეა. ბრენდი ბაზარზე შეცვლილი შეფუთვით გამოჩნდა. სახელწოდება „მზარეული“ უცვლელი დარჩა. როგორც ბრენდის სიმბოლო, უცვლელია ლოგოს შემადგენელ ნაწილი – „მზარეულის“ ქუდი. რედიზაინის ფარგლებში, შეიცვალა შესაფუთი მასალის დიზაინი, ლოგო და შეფუთვის ფორმა. ახალ დიზაინზე ბრენდის დიზაინერმა ბარბარე მაჭავარიანმა იმუშავა, ფოტოსესია კი „ლაპ-სტუდიას“ ეკუთვნის.

“მზარეული” რედიზაინს ბრენდის წარმომადგენლები აფასებენ: “სახელის დატოვებით ბრენდი არსებული მომხმარებლებისთვის ცნობადად დავტოვეთ. მეორე მხრივ კი, დიზაინის განახლებითა და ახალი იერსახით ბრენდი თანამედროვე მოთხოვნებს უპასუხებს. ახალი დიზაინი სრულად ეხმიანება ბრენდის სათქმელს, პასუხობს ბრენდის ძირითად იდეას. „მზარეულის“ პროდუქცია ოჯახში მომზადებული გემრიელი, ხარისხიანი კერძის საპირწონე საკვებია, რომელიც თანამედროვე ცხოვრების რიტმისა და დროის დეფიციტის პირობებში, ზედმეტი ძალისხმევის გარეშე, სწრაფად მზადდება. ამიტომ დიზაინში, მთავარი აქცენტი გაკეთდა მზა პროდუქტის ვიზუალზე, სადაც იგრძნობა ჩვენი ნახევარფაბრიკატების გემო. ვფიქრობთ, მომხმარებლები პოზიტიურად შეაფასებენ  ჩვენს ნამუშევარს. როდესაც ადამიანი ხარისხიან კერძს უსწრაფესად იღებს, ეს მას სასიამოვნო განწყობის შექმნა-შენარჩუნებაში ეხმარება. მუშაობის პროცესი მარტივი ნამდვილად არ ყოფილა. ვეცადეთ 26 დასახელების პროდუქტისთვის საუკეთესო კომპოზიციები შეგვერჩია.”

სალაშქრო სარეცხი „მანქანა“, რომელიც 145 გრამს იწონის

კრეატივი, როგორც პროტესტის ფორმა