ახლოვდება ევროპის რიგით მე-17 საფეხბურთო ჩემპიონატი და ქართველებს პირველად გვაქვს შესაძლებლობა ამ უზარმაზარ ფორუმზე ჩვენი ქვეყნის ნაკრებს ვუგულშემატკივროთ. საქართველო, დებიუტანტის სტატუსით ჩავა გერმანიაში, შესაბამისად სხვებთან შედარებით გამოცდილებაც მცირე გვაქვს, მაგრამ გულშემატკივრებს სასწაულების გვჯერა და დარწმუნებულები ვართ, რომ ჯგუფური ეტაპის სამი მატჩის განმავლობაში ბურთი მეტოქის ბადეში მრავალჯერ გაეხვევა.
მალე მთელი ყურადღება საფეხბურთო ციებ-ცხელებას დაეთმობა. „ნიკორამ“ კი გადაწყვიტა, ამ სასიხარულო მოვლენაში თავისი წვლილიც შეიტანოს — მაღაზიათა ქსელი 33 საგზურს ათამაშებს გერმანიაში, ევროპის ჩემპიონატზე დასასწრებად. ეს არის 4-დღიანი სრული ტური, რომელიც მოიცავს ორმხრივ ავიაბილეთს, სასტუმროში ინდივიდუალურ ნომერს და თამაშის ბილეთს.
ყოველი 10-ლარიანი ჩეკით ხსნით სტადიონზე ფეხბურთელს, გამარჯვებულია ის, ვინც შეაგროვებს 11 განსხვავებულ ფეხბურთელს.
გაითვალისწინეთ, თითოეულ მატჩზე 11 საგზური თამაშდება, გერმანიაში კი სულ 33 იღბლიანი გამარჯვებული გაემგზავრება.
„33 პრიზი და რეალური მოგების შანსი — ჩაერთე და გაჰყევი ნიკორას ევროპაზე“.
იხილეთ ვიდეო და გაიგეთ როგორ ჩერთოთ გათამაშებაში
ესეც საქართველოს ნაკრების თამაშების განრიგი, რათა უფრო გაგიმარტივდეთ არჩევანის გაკეთება:
18 ივნისი: თურქეთი — საქართველო (დორტმუნდი, BVB Stadium Dortmund)
22 ივნისი: საქართველო — ჩეხეთი (ჰამბურგი, Volksparkstadion Hamburg).
26 ივნისი: საქართველო — პორტუგალია (გელზენკირხენი, Arena AufSchalke).
თითოეული შეხვედრა ძალიან მნიშვნელოვანია, ჩვენს ფეხბურთელებს კი შესაბამისი მუხტი სჭირდებათ მაყურებლებისგან. ასე ვთქვათ, ნიკორას გათამაშებაში გამარჯვებულებს განსაკუთრებული პასუხისმგებლობა ეკისრებათ, რათა ნაკრების გამხნევება სათანადოდ შეძლონ და ტრიბუნებიდან საოცარი ენერგია გადასცენ.
[R]