in

ნიკორას „სწრაფი სამზარეულო“ – კამპანია, რომელზეც HOLMES&WATSON-ი მუშაობს

ნიკორას მარკეტინგის განყოფილებისა და HOLMES&WATSON-ის სტრატეგიული დეპარტამენტის რამდენიმეთვიანი თანამშრომლობის შედეგად, შემუშავდა ბრენდის სტრატეგიული პლატფორმა და მალევე, ნიკორას პირველი კამპანიაც ჩაეშვა – სწრაფი ვიდეორგოლების 6 სერია, სადაც მაყურებელს სახლის გარემოში, ნაცნობი Fast Food-ური სიტუაციების ნახვის შესაძლებლობა აქვს.

BOG

[fbvideo link=”https://www.facebook.com/nikoraJSC/videos/1152528704853310/” width=”720″ height=”400″ onlyvideo=”1″]

უჩა ურუშაძე (HOLMES&WATSON-ის სტრატეგიის განყოფილების ხელმძღვანელი): ნიკორა ყოველთვის ასოცირდებოდა კვების თანამედროვე ფორმებთან. დადგა დრო, რომ ბრენდმა სრულად აითვისოს ეს ნიშა. სამომხმარებლო ბაზარზე მისი პოზიცია კავშირში უნდა იყოს სამზარეულოს სისწრაფესთან.
[fbvideo link=”https://www.facebook.com/nikoraJSC/videos/1155099801262867/” width=”720″ height=”400″ onlyvideo=”1″]

ნიკუშა ანთაძე (HOLMES&WATSON-ის კრეატიული დირექტორი): არაფერია უფრო სწრაფი, ვიდრე საკუთარი მაცივრის გამოღება, როცა იქ 2-3 წუთში მოსამზადებელი, ან უკვე მზა გემრიელობა გელოდება.
[fbvideo link=”https://www.facebook.com/nikoraJSC/videos/1158690274237153/” width=”720″ height=”400″ onlyvideo=”1”]
„თანამედროვე სწრაფი კვების ობიექტი შენი სამზარეულოა და ეს ინსაითი ნიკორას ხორცპრუდუქტებზე შეყვარებულ ადამიანებში აღმოვაჩინეთ, კრეატიულ პლატფორმაზე მუშაობის დროს.
ასე გაჩნდა „სწრაფი სამზარეულო“. გადავწყვიტეთ, Fast Food-ებისთვის დამახასიათბელი ატრიბუტიკა და ტერმინოლოგია ნიკორას საკომუნიკაციო ენად გვექცია“ – ნიკუშა ანთაძე.
[fbvideo link=”https://www.facebook.com/nikoraJSC/videos/1166095750163272/” width=”720″ height=”400″ onlyvideo=”1″]

ნონა ძნელაძე (ნიკორა ჰოლდინგის მარკეტინგის დირექტორი): გვინდა, ნიკორა მომხმარებლისთვის ყოველთვის საყვარელ ხორცპროდუქტებთან ასოცირდებოდეს და შესაბამისად, მკაფიო საიმიჯო პარამეტრები ჰქონდეს.
[fbvideo link=”https://www.facebook.com/nikoraJSC/videos/1167713560001491/” width=”720″ height=”400″ onlyvideo=”1″]
„ჩვენს პარტნიორ კრეატიულ სააგენტო HOLMES&WATSON-თან ერთად, ზაფხულის დასაწყისში ინტეგრირებული საიმიჯო კამპანია „სწრაფი სამზარეულო“ წლის განმავლობაში, თითქმის ყველა სტანდარტულ, თუ არასტანდარტულ მედიაში გაიშლება“ – ნონა ძნელაძე.

[fbvideo link=”https://www.facebook.com/nikoraJSC/videos/1161279680644879/” width=”720″ height=”400″ onlyvideo=”1″]

ტატუდ ქცეული კალიგრაფია – HP-ის ემოციური ვიდეორგოლი

ექსტრემალურ სიტუაციაში დაწყებული რომანტიკული ურთიერთობა – Orbit-ის სახალისო ვიდეორგოლი