in ,

ჰიუსტონ! ყავა! – ანუ ის, რაც აქამდე არავინ იცოდა ნილ არმსტრონგის წარმატებაზე

დიდი ნახტომი კაცობრიობისთვის და ყავა Café de Colombia, რომელმაც სრულიად შეცვალა ისტორია. ეს იყო და არის კაცობრიობის მიღწევის ერთ–ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი მოვლენა. თუმცა, არა მხოლოდ ერთი ადამიანის არამედ, ადამიანების ჯგუფის, რომლებიც ნილის უკან იდგნენ. მაგალითად, ადამიანის, რომელიც მთელ ამ მოვლენას აკონტროლებდა, ტექნიკოსის, რომელიც უსაფრთხოებას უზრუნველყოფდა, ქალბატონის, რომელიც კავშირს აკონტროლებდა და ა.შ. ყველაზე მნიშვნელოვანი როლი კი ამ ისტორიულ მოვლენაში, არც მეტი, არც ნაკლები, ყავამ ითამაშა.

BOG
BOG

Break Room 3-ში შეკრებილი ყველა ეს ადამიანი ვერაფრით დაეხმარებოდა ნილს, მანამდე Café de Colombia–ს უგემრიელესი ნატურალური მარცვლებისგან დამზადებული არომატული ყავა რომ არ დაელიათ. აბა წარმოიდგინეთ რა რთული, სტრესული სამუშაო გარემო იყო იმ დღეს იქ და რა წნეხის ქვეშ იმყოფებოდნენ ეს ადამიანები. თუმცა ყველაფერმა კარგად ჩაიარა და ამისთვის თავისი წილი მადლობა Café de Colombia–ს უნდა გადავუხადოთ.

 

 

ეს ისე ხუმრობით, უბრალოდ Café de Colombia–ს სარეკლამო ვიდეორგოლია. რა თქმა უნდა, კომპანია თავს ვერ დადებს, რომ 47 წლის წინ ადამიანმა მთვარეზე მისი წყალობით დადგა ფეხი, მაგრამ იმას კი სრული პასუხისმგებლობით აცხადებს რომ მისი ყავა 100%–ი ნატურალური მარცვლებისგან მზადდება და საუკეთესოა.

 

Our Blades Are F***ing Great – საპარსის იუმორისტული ვიდეორგოლი, კომპანიის დამფუძნებლის მონაწილეობით

მშვიდობისათვის გაშიშვლებული 6000 ადამიანი – Johnnie Walker–ის სოციალური აქცია