სულ რამდენიმე წელია, რაც საქართველო მსოფლიომ ღვინის სამშობლოდ აღიარა. ამ ფაქტს არქეოლოგიური არტეფაქტები და რვა ათასწლეულის უწყვეტი ისტორია ამყარებს. თუმცა, დარგის ექსპერტები ხშირად საუბრობენ ინდუსტრიაში არსებულ პარადოქსზე: ღვინის უპრეცედენტო მემკვიდრეობის მიუხედავად, ქართულ ღვინოს გლობალურ ბაზარზე ჯერ კიდევ არ მოუპოვებია ის სტატუსი, რასაც მისი ისტორიული წონა იმსახურებს. სწორედ ამ მოცემულობის შესაცვლელად გამოვიდა ასპარეზზე ახალი ქართული ბრენდი Nimbi (ნიმბი), რომლის მიზანიც ამბიციური და უკომპრომისოა – შექმნას ღვინო, რომელიც ახალ სტანდარტს დააწესებს.
„ნიმბი“ არის 8000-წლიანი ქართული მეღვინეობის ახალი ეტაპი, რომელიც თანამედროვე აკადემიურ ცოდნასა და ტრადიციას აერთიანებს. ბრენდის ფილოსოფია ეფუძნება დაკვირვებას, რომ ტრადიციული მეთოდით დამზადებული ღვინო ხშირად ზედმეტად მძიმეა საერთაშორისო გემოვნებისთვის, ხოლო ევროპულ სტილზე ორიენტირებულ ქართულ ღვინოებს ხშირად აკლიათ ის უნიკალური ხასიათი და სხეული, რაც ჩვენს ტერუარს გააჩნია. „ნიმბი“ ქმნის არომატულ, კომპლექსურ და გამორჩეულ ღვინოს, რომელიც აფასებს მემკვიდრეობას, თუმცა მას თანამედროვე ტექნოლოგიური დახვეწილობით წარმოაჩენს.

დამფუძნებლების ხედვა – „საუკეთესო ან არაფერი“
იდეის ავტორებისთვის თავიდანვე ცხადი იყო, რომ გლობალური მასშტაბის მიზნის მისაღწევად მხოლოდ ენთუზიაზმი არ იქნებოდა საკმარისი. საჭირო იყო რადიკალურად განსხვავებული სტრატეგია და ხარისხის ახალი თამასა.
როგორც „ნიმბის“ თანადამფუძნებელი ბაჩო ბუღდიაშვილი იხსენებს, ბრენდის კონცეფციის ჩამოყალიბებისას მათ ზუსტი ორიენტირი ჰქონდათ:
„როცა ნიმბის იდეა გაჩნდა, ჩვენ მკაფიოდ ვიცოდით რას ვაპირებდით – გვსურდა ქართული ღვინის ტრადიციისთვის მსოფლიო დონის ოსტატობა შეგვემატებინა. ჩვენი მიზანი იყო ისეთი პროდუქტის შექმნა, რომელიც ერთდროულად გამოხატავს ქართული მიწის ხასიათს და საერთაშორისო გამოცდილების უმაღლეს სტანდარტს“.

სწორედ ეს პერფექციონიზმი გახდა გადამწყვეტი ფაქტორი პარტნიორების შერჩევისას. ბრენდის თანადამფუძნებელი, ვატო ოთხმეზური განმარტავს, რომ კომპრომისი არცერთ ეტაპზე არ განიხილებოდა:
„ამ საქმის წამოწყებისას ერთი პრინციპი გვქონდა – ან აბსოლუტურად მაღალ დონეზე გვეწარმოებინა, ან საერთოდ არ გვეკეთებინა ეს საქმე. ნიმბი წარმოადგენს ჩვენს ხედვას, თუ როგორ შეიძლება ქართული ტერუარების უნიკალურობა გადაიქცეს გლობალური სტანდარტის პროდუქტად – პროფესიონალიზმით, სწორი სტრატეგიითა და მსოფლიო დონის გამოცდილების გაზიარებით“.

რიკარდო კოტარელა – ლეგენდა ქართულ ვენახებში
ბრენდის ხარისხის უმთავრეს გარანტად მსოფლიო მეღვინეობის ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი ფიგურა, რიკარდო კოტარელა და მისი ოჯახური მემკვიდრეობა გვევლინება. „ნიმბი“ ერთი ოჯახის სამი სხვადასხვა მეღვინის ხელწერის ანარეკლია. 1948 წელს დაბადებული იტალიელი ენოლოგი, რომელმაც 2025 წელს იტალიის პრემიერ-მინისტრ ჯორჯა მელონისგან ღვინის ხელოვნების ოსტატის წოდება მიიღო, ინდუსტრიის ცოცხალ ლეგენდად ითვლება.
კოტარელას პორტფოლიო შთამბეჭდავია: ის კონსულტაციას უწევს 53-ზე მეტ ღვინის ქარხანას მსოფლიოს მასშტაბით, მათ შორის საფრანგეთში (ბორდოს შატოები), აშშ-სა და იაპონიაში. აღსანიშნავია მისი ლეგენდარული თანამშრომლობა მუსიკოს სტინგთან – სწორედ კოტარელამ შექმნა ტოსკანურ მამულში ცნობილი ღვინოები “Sister Moon” და “Roxanne”.
თუმცა „ნიმბის“ შემთხვევაში, ეს ურთიერთობა სცდება სტანდარტულ კონსულტაციას. საქმე გვაქვს კოტარელას ოჯახთან სტრატეგიულ პარტნიორობასთან – თავად რიკარდოსა და მისი ძმის რენცო კოტარელას ჩართულობით, რომელიც Antinori-ს ღვინოების მიმართულებას ხელმძღვანელობს. მიუხედავად საერთო საგვარეულო ფესვებისა და პროფესიული გზებისა, თითოეული მათგანი სრულიად განსხვავებული სტილით და ფილოსოფიით მუშაობს. ხარისხის კონტროლი იმდენად მკაცრია, რომ წარმოებული ღვინის თითოეული პარტია იგზავნება იტალიაში, რათა გაიაროს სენსორული და ქიმიური პარამეტრების შემოწმება და მიიღოს დასტური ჩამოსხმამდე.

ემოციური კავშირი ღვინის სამშობლოსთან
მიუხედავად მსოფლიო აღიარებისა, ეს პროექტი რიკარდო კოტარელასთვის განსაკუთრებულ ემოციურ დატვირთვას ატარებს. ის ჩვენს ქვეყანას „ყველა ყურძნის დედად“ მოიხსენიებს.
საქართველოში მოწვევისას იტალიელმა ენოლოგმა აღნიშნა,

სამომავლო გეგმები და კოლექციები
ნიმბი ბაზარზე ეტაპობრივად შემოდის. საწყის ეტაპზე ბრენდი მომხმარებლის წინაშე Intento კოლექციით წარდგება, რომელიც ორ სახეობას – რქაწითელსა და საფერავს აერთიანებს. პროექტი მოიცავს აქტიურ ექსპერიმენტებს ქართულ ავტოქტონურ ჯიშებზე.
საგარეჯოს მუნიციპალიტეტში, სოფელ ხაშმში უკვე მიმდინარეობს ახალი ვენახების გაშენება. ბრენდის სტრატეგიული გეგმა წლიურად ნახევარი მილიონი ბოთლი პრემიუმ კლასის ღვინის წარმოებას ითვალისწინებს. სამომავლოდ კი ბაზარზე კიდევ ორი ახალი ხაზი – Origine და Memoria გამოჩნდება.
„ნიმბი“ არის გამოცდილება მათთვის, ვისაც ნამდვილად ესმის ღვინო. ეს არის ბრენდი, რომელიც აჩვენებს ქართული მეღვინეობის აღმოუჩენელ პოტენციალს.
[R]










