სათამშო აქსესუარებისა და ტექნიკის დანიურმა მწარმოებელმა – SteelSeries, Apple-ის მოწყობილობებისთვის ახალი გეიმინგ კონტროლერის შექმნა დააანონსა. ეს არის მოწყობილობა, სახელად Nimbus Plus, რომლის დახმარებითაც შეგიძლიათ ითამაშოთ Apple Arcade-ის ნებისმიერი თამაში, iPhone-ზე, iPad-ზე, Apple TV-სა თუ Mac-ზე. აღსანიშნავია, რომ მსგავსი მოწყობილობა Android-ისა და Windows-ის მომხმარებლებისთვის უკვე არსებობს, მას Status Duo ჰქვია, Nimbus Plus კი, შეგვიძლია ვთქვათ, რომ მისი ანალოგია (iOS მოწყობილობებისთვის).
Nimbus Plus-ის ელემენტი, სრული დამუხტვიდან, 50 საათის განმავლობაში ძლებს. ეს მას წინამორბედებისგან განასხვავებს.
Nimbus Plus Apple-ის ვებგვერდზე 69.99 დოლარად იქნება ხელმისაწვდომი, SteelSeries ამ პროდუქტის გაყიდვის დაწყებას კი საკუთარ ვებგვერდზე, 26 მაისიდან გეგმავს.