13
Aug
2019

ამ ფილმს ინტერნეტში ვერ ნახავთ… – Droga5-ის ნამუშევარი

13 Aug 2019

Elit Electronics


სააგენტომ Droga5, ავტომწარმოებელ Mini-სთან ერთად, ფილმი გადაიღო, სახელწოდებით, Nimic. მოკლემეტრაჟიანი ფილმის ჩვენება შვეიცარიის კინოფესტივალ Locarno-ზე მიმდინარეობს. ესაა ამბავი პროფესიონალ ჩელისტზე, რომელსაც მეტროში უცნაური თავგადასავალი აქვს უცნობთან. მთავარ როლებში არიან მეთ დილონი და დაფნი პატაკია. ფილმის იდეაზე Droga5 London-ის კრეატივ დირექტორმა, დევიდ კოლბუშმა იმუშავა. მიუხედავად იმისა, რომ Mini ფილმის სპონსორია, მასში ავტომწარმოებლის ვერცერთ მოდელს ნახავთ. დევიდ კოლბუშის თქმით, ეს ფილმი Mini-ს მხრიდან იყო შემოქმედებისა და არასტანდარტული აზროვნების მხარდაჭერა. საინტერესოა ისიც, რომ ფილმის ნახვა ონლაინ ხელმისაწვდომი არ იქნება. 10 წუთიანი ფილმი მხოლოდ კინოფესტივალებზე გამოჩნდება. თუმცა, შეგიძლიათ იხილოთ ტრეილერი.

 

განხილვა