in

ნინა ლაფაჩიშვილი – გაიცანი წარმატებული სტეპერები

ნინა, გვიამბე რა სპეციალობაზე სწავლობდი სტეპში?

IT აკადემია STEP-ში ვსწავლობდი გრაფიკული დიზაინისა და ილუსტრატორის სპეციალობაზე, კონკრეტულად კი გავიარე Adobe Illustrator Pro-ს კურსი, სადაც საფუძვლიანად დავეუფლე ილუსტრატორს და კურსის ბოლოს, ავიღე Adobe-ის საერთაშორისო სერტიფიკატი.

რატომ აირჩიე ეს მიმართულება?

უკვე დიდი ხანია დაინტერესებული ვარ ამ სფეროთი. ყოველთვის მიზიდავდა ხელოვნება და გრაფიკული დიზაინი, კი ჩემთვის თვითგამოხატვის საუკეთესო საშუალება გახდა. აქ შემიძლია გამოვიყენო, როგორც კრეატიულობა, ისე ჩემი ტექნიკური უნარები. რამდენიმე წლის წინ დავიწყე გრაფიკული დიზაინის შესწავლა და არასდროს ვუშვებ შანსს ხელიდან, რომ კიდევ უფრო განვავითარო ჩემი ოროფესიული უნარები დიზაინში.

ნინა, რას საქმიანობ ამჟამად?

ამჟამად ვმუშაობ გრაფიკულ დიზაინერად და ილუსტრატორად სააგენტოში BlueBird – BB. ძალიან კმაყოფილი ვარ ჩემი პროფესიით და მიხარია, რომ ზუსტად ის საქმიანობა ვიპოვე, რისი კეთებაც ძალიან მსიამოვნებს. ჩემ თავს სამომავლოდაც დიზაინში ვხედავ და კმაყოფილი ვარ, ყველა ჩემი გადაწყვეტილების, რაც პროფესიულ განვითარებას უკავშირდება.

როგორ გამოიყენებ სტეპში მიღებულ ცოდნას?

ის ცოდნა, რომელიც სტეპში შევიძინე, უკვე ძალიან ბევრ საკითხში მეხმარება. Adobe Illustrator PRO კურსის გავლის შემდეგ მეტი შესაძლებლობა მომეცა გამემყარებინა ტექნიკური უნარები, მეპოვა და ჩამოვყალიბებულიყავი საკუთარ სტილში. ახლა, უფრო მეტად თავდაჯერებული ვარ კონტენტზე მუშაობის პროცესში, რადგან სწორედ ეს ცოდნა მეხმარება ვიზუალების სწრაფად, ეფექტურად და ხარისხიანად შექმნაში.

რა იყო ყველაზე მნიშვნელოვანი უნარი, რაც სტეპში სწავლის დროს შეიძინე და როგორი იყო სწავლის პროცესი?

პირველ რიგში, სტეპში სწავლის დროს მაქსიმალურად თავისუფლად ვგრძნობდი თავს ლექციებზე და მქონდა საშუალება საკუთარი თავის სრულად გამომეხატა. აქ, გარდა პროფესიული უნარებისა, გამოვიმუშავე ისეთი მნიშვნელოვანი უნარი, როგორიცაა მოთმინება – როცა რაიმეს აკეთებ. დავალებად ხშირად გვიწევდა ისეთი ილუსტრაციების შესრულება, სადაც ძალიან ბევრი დეტალი იყო და ეს ყველაფერი საკმაო დროს მოითხოვდა. ვფიქრობ, მოთმინება, ერთ-ერთი აუცილებელი უნარია დიზაინერისთვის, რადგან ყოველთვის შეძლო დაწყებული პროექტის მიყვანა ბოლომდე და როცა ამაში ხელოვნდები, უკვე ნაკლებად გაშინებს მასთან დაკავშირებული სირთულეებიც.

სწავლის პროცესი სასიამოვნო და მოტივაციის მომცემი იყო. სტეპში შექმნილი მეგობრული ატმოსფერო სტუდენტებს გვეხმარებოდა უკეთ გაგვეცნო ერთმანეთი და თავისუფლად გაგვეზიარებინა საკუთარი აზრი ერთმანეთისთვის. თეორიული ცოდნის პარალელურად გვქონდა ბევრი პრაქტიკული დავალებაც, რაც მეხმარებოდა თეორიული ცოდნა საფუძვლიანად დამემუშავებინა.

რა როლი ითამაშა IT აკადემია STEP-მა შენ ცხოვრებაში?

IT აკადემია STEP-მა მნიშვნელოვანი როლი ითამაშა ჩემს პროფესიულ განვითარებასა და ჩამოყალიბებაში. მომცა მეტი თავდაჯერება და საშუალება, საკუთარ თავში აღმომეჩინა ბევრი ახალი უნარი, რომლის შესახებაც აქამდე არ ვიცოდი. ამ და კიდევ სხვა უამრავი მიზეზის გამო მადლიერი ვარ, როგორც საკუთარი თავის, ასევე სტეპის. კურსიც იმდენად ინფორმატიული იყო, რომ ყველა ჩემ მოლოდინს გადააჭარბა.

რა რჩევას მისცემდი დამწყებ დიზაინერებს? 

პირველ რიგში ვეტყოდი, რომ კარგი არჩევანი გააკეთეს. ასევე, თუ პროფესიულ განვითარებას და დამატებითი უნარების შესწავლას გადაწყვეტენ, ვურჩევდი IT აკადემია STEP-ში სწავლას. აქ მათ დახვდებათ ძალიან კომფორტული გარემო, შეეძლებათ თავისი ახალი უნარების გამოვლინება და ამ ყველაფრის კარგ რესურსებად ქცევა, საკუთარი პროფესიისთვის. ვურჩევდი მათ, რომ გულისყურით უსმინონ ლექტორებს და შეასრულონ მათ მიერ მოცემული ყველა დავალება. მხოლოდ ამ შემთხვევაში შეძლებენ ცოდნის სრულყოფილად შეძენასა და გამოყენებას.

[R]

„ძალიან საინტერესოა, რომ ვქმნით მსოფლიოში მოწინავე, AI-ზე დაფუძნებულ ენის შემსწავლელ პლატფორმას“ – სანდრო გამრეკელაშვილი

საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, აზროვნების აკადემიაში ბაზრის კვლევაზე ბიზნესსესია გაიმართება