26
Feb
2019

“დროა, თბილისის სიმბოლოებში ახალი ობიექტები გამოჩნდნენ” – ნინი ჭალიძის ხატულები

26 Feb 2019

ონლაინ პორტფოლიოების პლატფორმა Behance-ზე ქართველმა სტუდენტმა, ნინი ჭალიძემ გრაფიკული ნამუშევრები გამოაქვეყნა, სახელწოდებით “თბილისის არქიტექტურული ღირსშესანიშნაობები”, რომლებიც ქალაქის იმგვარ თანამედროვე შენობებს მოიცავს, როგორებიცაა: სასტუმრო ბილტმორი, კინგ დევიდი, იუსტიციის სახლი, გალერია თბილისი, მედიათეკა და სხვა..

mBank QR
mBank QR

 

“აიქონების” შექმნისას, მთავარი მიზანი ჩემი ორი ინტერესის სფეროს, არქიტექტურისა და გრაფიკული დიზაინის გამიქსვა იყო. განსაკუთრებით, ახლად აშენებულ შენობებზე მინდოდა აქცენტის დასმა. ვფიქრობ, თბილისის სახეებად დიდი ხანია, ძველი შენობები გამოიყენება. არადა, ბევრი შენობა აშენდა და დროა, თბილისის სიმბოლოებში ახალი ობიექტები გამოჩნდნენ.”

 

განხილვა