13
თებ
2018

„და მერე დღეები გვითენებია გადაკეთებაში“ – „ნინიმოს“ #შეცდომები

13 თებ 2018



მარკეტერი წარმოგიდგენთ ახალ რუბრიკას – #შეცდომები, რომლის ფარგლებშიც, ქართველი სტარტაპერები მოჰყვებიან ბიზნესის კეთებისას/დაწყებისას დაშვებული ყველაზე დიდი და გამოცდილების თვალსაზრისით, ღირებული შეცდომ(ებ)ის შესახებ. დღეს, ბრენდის ფუნქციონირებისას არსებულ გამოწვევებსა და წინააღმდეგობების პროცესში დაშვებულ #შეცდომებზე საკუთარი გამოცდილება ტყავის ხელნაკეთი ფეხსაცმელების – „ნინიმოს“ ავტორმა, ნინო მოსულიშვილმა გაგვიზიარა:

BOG PLUS

 

„ყველაზე მნიშვნელოვანი შეცდომა, რაც დავუშვით, ალბათ, ქართული ბაზრის რესურსების არასწორი გათვლა იყო. უფრო დეტალურად რომ გითხრათ, ნედლეული,რომლითაც “Ninimo“ მზადდება არის იმპორტირებული და ყოფილა შემთხვევები, როდესაც ფეხსაცმლის შეკვეთები იმიტომ ვერ შეგვისრულებია, რომ ბაზარზე აღარ იყო კონკრეტული ტყავი ან ფეხსაცლის ძირი.

გარდა ამისა, ყოფილა შემთხვევები, როდესაც მომხმარებელს ჰქონია ფეხსაცმლის იდეა და ჩვენი გაფრთხილებების მიუხედავად, რომ ეს ასე კარგი არ გამოვა, მისი თხოვნით, მაინც შეგვიკერავს. გამზადებული, რა თქმა უნდა, არ მოსწონებია და მერე დღეები გვითენებია გადაკეთებაში“, – ნინო მოსულიშვილი

განხილვა