in

„ლიბერთის“ მომხმარებელთა გამოცდილების მიმართულებას ნინო ბერიძე უხელმძღვანელებს

ნინო ბერიძე „ლიბერთის“ Head of Customer Experience გახდა, რაც ნიშნავს, რომ დღეიდან, მისი საქმიანობა „ლიბერთის“ თანამშრომლებისა და მომხმარებლების ბედნიერებაზე ზრუნვა და მათთვის საუკეთესო გამოცდილების შექმნა იქნება.

BOG
BOG

ნინო ბერიძე: „ლიბერთიში“ მომხმარებელთა გამოცდილების მიმართულება ახლა ყალიბდება. ჩემთვის დიდი გამოწვევაა, ახალ გუნდთან ერთად, ტრანსფორმაციის პროცესში თანამონაწილეობა და ამ მასშტაბის ბანკის თანამშრომლებისა და მომხმარებლების კმაყოფილებასა და ბედნიერებაზე ზრუნვა. რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, მომხმარებელი არის ლიბერთის გრძელვადიანი სტრატეგიის ცენტრი და იმედი მაქვს, ძალიან მალე გამოჩნდება ის ფუნდამეტური ცვლილებები, რომელსაც განვახორციელებთ მომხმარებლის გამოცდილების გაუმჯობესების მიმართულებით.“, გვიხსნის ნინო ბერიძე.

შეგახსენებთ, რომ ნინო ბერიძე 7 წლის განმავლობაში FINCA Bank-ში, Head of Customer Eperience-ის პოზიციას იკავებდა. კიდევ უფრო ადრე – ACT-ში, ანალიტიკოსი და პროექტების მენეჯერი გახლდათ.

„აჭარაბეთი“ SBC Awards-ზე, „წლის მარკეტინგული კამპანიის“ კატეგორიის ფინალშია

რა გვჭირდება „დიდი ფეხბურთის“ თამაშისთვის? – გიორგი ყიფიანი