ჯანმრთელი და ბედნიერი ღიმილი ის უნიკალური მიზანია, რომელიც ნინო ბერიძის კლინიკათა ქსელს ამოძრავებს.
ნბ სტომატოლოგიური კლინიკების ქსელმა, რომელიც „ნინო ბერიძის ორთოდონტიულ ცენტრსა“ და „ბავშვთა სტომატოლოგიურ კლინიკას“ მოიცავდა, 14-წლიანი საქმიანობის შედეგად, გაფართოების გეგმები დაისახა და რებრენდინგიც განიცადა. სულ მალე ქსელი სამი ცალკეული მიმართულებით დაიწყებს პოზიციონირებას და პაციენტებს ახლებურ სტომატოლოგიურ გამოცდილებას შესთავაზებს, ინსპირაციული მოტოთი: „შეიყვარე შენი ღიმილი“.
როგორც დასახელებებიდანაც ჩანს, „ნბ ციფრული ორთოდონტია“, თანამედროვე ტექნოლოგიების დახმარებით, ორთოდონტიულ (ბრეკეტებით) მკურნალობაზე სპეციალიზდება. „ნბ ბავშვთა სტომატოლოგია“ ემსახურება პაციენტებს ჩვილობის ასაკიდან თინეიჯერობის ჩათვლით, ხოლო ახალი — „ნბ ესთეტიკური სტომატოლოგია“ მომხმარებელს კოსმეტიკურ სტომატოლოგიურ მომსახურებას გაუწევს.
პაციენტისთვის მაქსიმალური კომფორტის შესაქმნელად ნბ სტომატოლოგების გუნდი სამი სხვადასხვა მიმართულებით, თანამედროვე ინფრასტრუქტურით აღჭურვილ კლინიკებში იმუშავებს.
ამასთან, სხვადასხვა ფილიალის არსებობის მიუხედავად, იქმნება ერთიანი სამედიცინო სივრცის კონცეფცია — მეტი კომფორტისთვის.
ახალი ბრენდიც სამი მიმართულებით ჩამოყალიბდა. სამივეს აერთიანებს შეცვლილი ლოგოტიპის ძირითადი ვიზუალური მახასიათებელი — ღიმილი, როგორც ბედნიერი ღიმილის სიმბოლო.
„განახლებული ლოგო, კომპანიის მოტო, ფერების პალიტრა და მთლიანი დიზაინი ასახავს იმ დადებით ემოციას, რაც გვინდა, რომ ჩვენი მომხმარებლების ცხოვრებაში შემოვიტანოთ“, — აღნიშნავს თამარ გეგია, კლინიკის დირექტორი. ლოგოს განახლებულ დიზაინზე ნბ გუნდთან ერთად იმუშავა ელენე შენგელიამ.
„ნინო ბერიძის ორთოდონტიული ცენტრი“ 2010 წლიდან ფუნქციონირებს, რომელიც ექიმმა-ორთოდონტმა ნინო ბერიძემ დააფუძნა და პაციენტებს მაშინდელი ქართული რეალობისთვის ინოვაციური მეთოდებით მუშაობა და განსაკუთრებული მომსახურება შესთავაზა, რის გამოც მალევე მოიპოვა პაციენტების სიყვარული და აღიარება.
დღემდე ბრენდმა დროისა და სფეროს გამოწვევები წარმატებით გადალახა, თუმცა თანამედროვე სტომატოლოგიაში — ტექნოლოგიური განვითარების ახალ ეპოქაში, სადაც ციფრული ჯანდაცვის აქტუალობა იზრდება, ფუნდამენტური გარდასახვის მოთხოვნა გაჩნდა, რაც კომპანიისთვის ახალი იდენტობის ჩამოყალიბების საბაბად იქცა.
დღეს სტომატოლოგია უფრო მეტია, ვიდრე მხოლოდ ტკივილისგან გათავისუფლება. ნბ კლინიკებში დანერგილი უახლესი მეთოდები და ციფრული ტექნოლოგიებით მკურნალობის შესაძლებლობა ახლებური დენტალური გამოცდილების საშუალებას იძლევა, რომელიც ასოცირდება კომფორტულ პროცედურებთან, მკურნალობის შემცირებულ დროსთან, გაუმჯობესებულ დიაგნოსტიკასა და ეფექტიანობასთან და შედეგად, ბედნიერ ღიმილთან, რომელსაც თავდაჯერებულობა მოაქვს.
კომპანიის ისტორიას სრულყოფილს ხდის უამრავი ლოიალური პაციენტი.
„ჩვენი გამოცდილებისა და პროფესიონალიზმის დასტურია ის, რომ ადამიანები ამდენი წლის განმავლობაში გვანდობენ ყველაზე ძვირფასს — თავიანთ და თავიანთი ოჯახის წევრების ჯანმრთელობას.
პირადად ჩემთვის განსაკუთრებით ემოციურია, რომ ჩემი 10-15 წლის წინანდელ პაციენტ თინეიჯერებს დღეს შვილები მოჰყავთ მკურნალობის დასაგეგმად.
რებრენდინგი ნიშნავს საინტერესო ახალ ეტაპს ჩვენი კომპანიის ისტორიაში. ეს არის თამამი წინგადადგმული ნაბიჯი, რომელიც მოიცავს ცვლილებას, ზრდისა და განახლების გრძნობას. გამოგვყევით ამ მნიშვნელოვან მოგზაურობაში და შეიყვარეთ თქვენი ღიმილი“, — ნინო ბერიძე, კლინიკის დამფუძნებელი.
[R]