20
Nov
2018

„ხელოვნება იმედის უმაღლესი გამოხატულებაა“ – ნინო ბოსიკაშვილის შემოქმედება

20 Nov 2018

კონტრასტი, ჰარმონია, ფერთა ბალანსი და ჰაეროვნება – ალბათ, ასე თუ შეიძლება შეფასდეს თბილისელი ხელოვანის, ნინო ბოსიკაშვილის შემოქმედება. მისი ნამუშევრები ერთი შეხედვით აბსტრაქტულია, თუმცა, ოდნავი დაკვირვების შემდეგ ძალიან ბევრი კონკრეტული დეტალის აღმოჩენა შეიძლება. როგორც თავად ამბობს, ზუსტად არც ახსოვს, როდის დაიწყო ხატვა, სავარაუდო ასაკად კი 3 წელს ასახელებს.

0.5 ანაბარზე
0.5 ანაბარზე

ვხატავდი გამუდმებით, მთელი ჩემი შეგნებული აღქმით ამ სამყაროს მიმართ..  ფიქრებით  მინდოდა ამ სფეროში ვყოფილიყავი და მეკეთებინა საქმე, რომელიც ძალიან მიყვარს.

როგორც თავად ამბობს, კონცეპტუალური ხელოვნების წარმომადგენლისთვის შემოქმედება ის თანმდევი ბუნებრივი მდგომარეობაა, რომელიც ვიზუალურ გამოსახვასთანაა ბალანსირებული.

ხელოვნება იმედის უმაღლესი გამოხატულებაა, რომელიც სიცოცხლის ფორმის  შემადგენელი ნაწილია და თითქოს ძალიან ზოგადი, მაგრამ, ამავე დროს, კონკრეტული და თანმიმდევრულია, ხელოვნებას  სრულიად სხვა სამყაროში გადავყავარ, ის ერთგვარი პორტალია სუბსტანციასა და მატერიალიზმს შორის, თუმცა, რეალობას არასდროს გავურბივარ.

M: რა არის თქვენი შთაგონების წყარო?
ყველაზე შთამაგონებელი არის ის მდგომარეობა, რომლიც დროის ცვლილებას მოაქვს, ასევე მნიშვნელოვანია ის ემოციები და შეგრძნებები, რომელიც ყოველდღიურ ცხოვრებაში აისახება. მიუხედავად იმისა, რომ დრო უჩინარია, ძალიან დიდ გავლენას ახდენს ქმედებებზე და ჩვენი არსებობის განუყოფელი ნაწილი ხდება, შედეგად იქმნება ის პირადი სამყარო, რომელიც ჩემს ნამუშევრებში ტრანსფორმირდება.

მისი თქმით, მისივე ნიშა მხატვრული ხერხებითა და არტისტული მიდგომებით, ასევე, განზოგადოებული კონკრეტიკის სახით ალტერნატიული სამყაროს მრავალფეროვნების გადმოცემაა.

ფერწერის ექსპრესიული ენა და ექსპერიმენტული მიდგომები კონცეპტუალურად აერთიანებს ჩემს ნამუშევრებს.

M: გვესაუბრეთ პროექტებზე, რომელშიც მონაწილეობა მიგიღიათ…
გამოვყოფდი რამდენიმე პროექტს, ერთერთი არის მიმდინარე პროექტი მისამართი, თანამედროვე ხელოვნების ფესტვალი, რომლის მიზანია ბათუმის საცხოვრებელი კორპუსების საგამოფენო სივრცეებად გარდაქმნა. ასევე არტისტერიუმს, მიუნხენის Stroke Art ფესტივალს, ავსტრალიურ პუბლიკაციას, რომელმაც 2018 წლის საუკეთესო არტისტების კატალოგში გამოაქვეყნა ჩემი ნამუშევრები “Pictoria Volume 2.”  და პერსონალურ გამოფენას რომელიც თიბისის  არტ გალერეაში მოეწყო კონცეფციით ალტერნატიული სამყარო ნულიდან ერთამდე”.

შემოქმედებისთვის, რომელსაც ნინო უძღვება და ქმნის, დიდი მნიშვნელობა აქვს გარემო პირობებს:

ნამუშევრებს ვქმნი იქ, სადაც სიმშვიდეა და საკუთარ თავთან მარტო დარჩენილს მეძლევა ფიქრის, გაანალიზების და ტილოზე ემოციის გადმოტანის შესაძლებლობა.“

M: როგორია თქვენი სამომავლო გეგმები?
გეგმ ბევრია. ინტენსიურად ვარ ჩართული ბევრ მიმდინარე გამოფენაში, გამოვყოფდი ღია სივრცის  პროექტს, რომელზეც აქტიურად ვმუშაობ და დამთვალიერებელი უახლოეს მომავალში იხილავს.

M: დაგვიხასიათეთ თქვენი შემოქმედება ორი სიტყვით…
სუბსტანციური ექსპრესია.

განხილვა