დავოსის ყოველწლიურ მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმზე მონაწილედ და სპიკერად, ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის რექტორი, პროფესორი ნინო ენუქიძე მიიწვიეს.
ფორუმი 18–23 იანვარს შვეიცარიაში, ქალაქ დავოსში იმართება და აერთიანებს მსოფლიოს 3000-ამდე ყველაზე გავლენიან ლიდერს მთავრობებიდან, აკადემიური და ბიზნესის სექტორიდან, სამოქალაქო საზოგადოებიდან და კულტურიდან, აგრეთვე, ტექნოლოგიურ მეგაკორპორაციებს და ინოვაციურ პროექტებს სხვადასხვა ქვეყნიდან.
მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის ყოველწლიური შეხვედრის განსახილველ თემებს შორის 2026 წელსაა გეოპოლიტიკა, ზრდა, ადამიანური კაპიტალი, ტექნოლოგია და პლანეტა. ფორუმის მიზანია გლობალური გამოწვევების განხილვა და სხვადასხვა სექტორს შორის დიალოგისა და თანამშრომლობის გაღრმავება.
ფორუმის ფარგლებში, ნინო ენუქიძე მონაწილეობას მიიღებს სამუშაო შეხვედრებსა და საერთაშორისო პარტნიორებთან გამართულ დიალოგებში ინოვაციების, ხელოვნური ინტელექტის და ტექნოლოგიების გარშემო. ნინო აგრეთვე მიწვეულია როგორც სპიკერი, ორ სესიაზე:
მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმის ფარგლებში გაიმართება სესია “Intelligence for Inclusion: Transforming Women’s Health through AI”, რომელიც წარმოადგენს Alliance for Global Good – Gender Equity and Equality-ის „We Lead“ Lounge პროგრამის ნაწილს და ხელს უწყობს გენდერულ თანასწორობას ჯანდაცვის, ქალთა მეწარმეობის, განათლებისა და უნარების განვითარების სფეროში. ალიანსის მხარდამჭერია Gates Foundation და აღნიშნული სესია წარმოადგენს ერთერთ ყველაზე გავლენიან ღონისძიებას ფორუმზე.
მეორე სესია და მასტერქარდის მიერ ორგანიზებულია სახელწოდებით ,,Mastercard Center for Inclusive Growth x Young Global Leaders’’ და მასში Mastercard Fellows მონაწილეობენ, სტერატეგიული თანამშრომლობის, კავშირების დამყარების და ქმედებაზე ორიენტირებული გეგმების შესახებ საუბრით.
2024 წელს ნინო ენუქიძე მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის მიერ ახალგაზრდა გლობალურ ლიდერად დასახელდა. რეიტინგი სამ წელიწადში ერთხელ დგება და შედეგად, მსოფლიო მასშტაბით, 100-ამდე ლიდერი სახელდება. ფორუმის განმარტებით, პრესტიჟული სარეიტინგო სისტემით შედგენილი სია წარმოაჩენს იმ ადამიანებს, ვისაც მსოფლიოს წინაშე მდგომი სხვადასხვა გამოწვევის საპასუხოდ, გლობალური ხედვა აქვთ. 2024 წლიდან ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტს, სტუდენტებსა და პროფესორებს, გაეხსნათ წვდომა ფორუმის მიერ შექმნილ უახლეს, უნიკალურ AI პლატფორმაზე ,,Strategic Intelligence Platform’’, რომელიც სწავლებისა და კვლევის პროცესში აქტიურად გამოიყენება. BTU აგრეთვე გახდა სტრატეგიული ინტელექტის პლატფორმის ერთადერტი კონტრიბუტორი საქართველოდან.
დავოსის ეკონონომიკური ფორუმი ყველაზე გავლენიანი და ექსკლუზიური ღონისძიებაა მსოფლიოში. ის პირველად 1977 წელს ჩატარდა და 2026 წელს 56-ე სესიას მასპინძლობს. წელს ფორუმს 3000-ამდე ლიდერი, მათ შორის 50 ქვეყნის პრემიერმინისტრი და 100-ზე მეტი საერთაშორისო მედია ესწრება. დავოსიდან აიღო სტარტი არაერთმა მნიშვნელოვანმა ინიციატივამ, როგორიცაა G20-ის შექმნა, ვაქცინის ალიანსის, GAVI-ს დაფუძნება, რომელმაც მილიარდზე მეტი ბავშვისთვის უზრუნველყო უფასო ვაქცინაცია. დავოსში აიღო სტარტი Reskilling Revolution ინიციატივამ, იმისთვის რომ დაეხმაროს 1 მილიარდ ადამიანს, უკეთ მოემზადონ მომავლის შრომის ბაზრისთვის.
[პარტნიორის კონტენტი]










