in

„ეს არის ბიზნესის ადმინისტრირების სამაგისტრო პროგრამა, რომელშიც გაძლიერებულია ტექნოლოგიების კომპონენტი“ – MBA პროგრამა ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტში

BOG
BOG

ბიზნესის ადმინისტრირება და თანამედროვე ტექნოლოგიები – ეს BTU-ს სამაგისტრო პროგრამაა მენეჯმენტში. პროგრამის ხელმძღვანელის, ნინო ენუქიძის თქმით, პროგრამა აძლევს სტუდენტებს არა მხოლოდ თეორიულ ცოდნას, არამედ უვითარებს ტექნოლოგიურ უნარებს, მაქსიმალურად აკავშირებს ბიზნესის სექტორთან, ეხმარება კარიერულ წინსვლაში ან საკუთარი ბიზნესის შექმნაში.

„დღეს, მხოლოდ თეორიული მასალის შესწავლა საკმარისი არ არის. იმისთვის რომ მაგისტრანტის კარიერა წარმატებით განვითარდეს, მისთვის აუცილებელია ინდუსტრიის ლიდერებთან მჭიდრო კავშირების დამყარება და იმ უნარების ფლობა, რომელიც კომპანიებს ეხმარება ეფექტიანი გახადონ ბიზნეს პროცესები. ყოველივე ეს კი ტექნოლოგიების გარეშე შეუძლებელია, ამიტომ ჩვენ ვასწავლით არა მხოლოდ ბიზნესის ადმინისტრირებას, არამედ თანამედროვე ტექნოლოგიებსაც“.

BTU-ს სამაგისტრო პროგრამაზე, საერთო სამაგისტრო გამოცდების შემდეგ, სტუდენტი, ინგლისური ენის გამოცდისა და შიდა გასაუბრებით ხვდება. ნინო ენუქიძე ამბობს, რომ გასაუბრებისას აპლიკანტმა უნდა გაგვიზიაროს მისი ხედვა და მიზნები, დაასაბუთოს, რატომ ირჩევს ამ პროგრამას და რაში გამოიყენებს მიღებულ ცოდნას.

ნინო ენუქიძე: გარდა იმისა, რომ ჩვენი სტუდენტი იღებს სიღრმისეულ განათლებას ბიზნესის სხვადასხვა ფუნქციონალური დარგების მიმართულებით, ვასწავლით იმ ტექნოლოგიებსაც, რომელიც სხვადასხვა მენეჯერულ პროცესებში გამოიყენება დღეს მსოფლიოში. მიგვაჩნია, რომ თეორიული ცოდნის გარდა, სტუდენტმა უნდა დაიწყოს ინდუსტრიასთან მჭიდრო კავშირების დამყარება, გაიცნოს სხვადასხვა მოწინავე კომპანიების ტოპ მენეჯმენტის გუნდი, ჰქონდეს შესაძლებლობა გაუზიაროს მათ საკუთარი ხედვები. ამ მიმართულებით, აქტიურად მუშაობს ჩვენი კარიერული ცენტრი. ალბათ ეს განაპირობებს ჩვენი სტუდენტების და კურსდამთავრებულების თითქმის 100%-იან დასაქმების მაჩვენებელს. თუნდაც, ბოლოდროინდელმა გამოწვევებმა აჩვენა, რამდენად მნიშვნელოვანია, ტექნოლოგიებზე ადაპტირება და ტექნოლოგიებს მორგებული პროცესები ბიზნესში. ვფიქრობთ, რომ განურჩევლად იმისა, თუ რა პოზიციაზე იმუშავებენ ჩვენი სტუდენტები და კურსდამთავრებულები, მათ უნდა იცოდნენ, რომ შესაძლებელია ტექნოლოგიების გამოყენებით უფრო ეფექტურად შეასრულონ ნებისმიერი ამოცანა.

BTU-ს სამაგისტრო პროგრამის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნაწილია სტუდენტთა დასაქმება . . .

ნ.ე. :საქართველოში ასეთი სტერეოტიპი ჩამოყალიბდა: სამუშაოს მოძიება მხოლოდ უნივერსიტეტში სწავლის დასრულების შემდეგ იწყება. ამას კატეგორიულად ვეწინააღმდეგებით და გვჯერა, რომ სტუდენტი სწავლის დაწყების პირველივე დღიდან უნდა ზრუნავდეს კარიერულ განვითარებაზე. ჩვენს მაგისტრანტებს აქვთ ორი არჩევანი: დასაქმდნენ მსხვილ ადგილობრივ ან საერთაშორისო ორგანიზაციაში, რაშიც მათ კარიერული ცენტრი ეხმარება, ან შექმნან საკუთარი ბიზნესი, რაშიც ჩვენი მეწარმეობის ცენტრი ეხმარება. მეწარმეობის ცენტრი მსოფლიოს მოწინავე, ჰენლის ბიზნესის სკოლასთან პარტნიორობით დაფუძნდა და მის პარტნიორებს შორისაა ისრაელის სილიკონ ვადი, ბრიტანეთის სამეცნიერო პარკი, საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტო GITA, თბილისის მერიის ბიზნეს აქსელერატორი სპარკი, გლობალური სტარტაპ ფონდი, ინვესტორიები და ვენჩურული ფონდები. მსხვილი საერთაშორისო ქსელი გვეხმარება ჩვენი მაგისტრანტის მიერ ინიცირებული სტარტაპ იდეა წარმატებულ ბიზნესად ვაქციოთ. სწორედ ჩვენი მეწარმეობის ცენტრის მიერ მოხდა საქართველოში და რეგიონში პირველად, MIT-ს გლობალური სტარტაპ ლაბის შემოყვანა, რომელმაც BTU-ში აქსელერაციის ინტენსიური პროგრამა გამართა.

დასაქმებასთან ერთად, მნიშვნელოვანია „ნეთვორქინგი“, კავშირებს ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს, განსაკუთრებით, ბიზნესსექტორში. . . რას სთავაზობთ სტუდენტებს, ამ მიმართულებით? 

ნ.ე. :ყოველ სემესტრში, ვაკეთებთ კვლევას – ვეკითხებით სტუდენტებს, რა სურთ, მიიღონ უნივერსიტეტისგან. შედეგები აჩვენებს, რომ ცოდნის გარდა, მათ ბიზნესის ინდუსტრიასთან, რაც შეიძლება მჭიდრო კავშირი და სხვადასხვა მსხვილი კომპანიების ხელმძღვანელებთან „ნეთვორქინგი“ სჭირდებათ. ამას განსაკუთრებით სამაგისტრო პროგრამის სტუდენტები ითხოვენ და ჩვენც აქტიურად ვმუშაობთ ამ მიმართულებით. Networking სესიები, რომელიც ახლდა დავგეგმეთ, 100ზე მეტ მსხვილ კომპანიას აერთიანებს, რომლის ხელმძღვანელები, პირადად შეხვდებიან ჩვენს მაგისტრანტებს, გაუზიარებენ გამოცდილებას და ისაუბრებენ მათი კარიერული პერსპექტივის შესახებ. ასეთი მასშტაბის ნეთვორქინგის ღონისძიებები სტუდენტებისთის საქართველოში ჯერ არ ჩატარებულა.

ვინ არიან BTU-ს სამაგისტრო პროგრამის ლექტორები?

ნ.ე. : ეს ძალიან მნიშვნელოვანი საკითხია ჩვენთვის – ლექტორს, რომელიც ჩვენთან ასწავლის ძალიან დიდი პრაქტიკული გამოცდილება უნდა ჰქონდეს. მხოლოდ ასეთი კადრები მისცემენ, სტუდენტებს, პრაქტიკულ ცოდნას და შესაბამის კავშირებს ბიზნესთან. ეს „ნეთვორქინგის“ ნაწილიცაა. ჩვენს პროფესორებს შორის შეხვდებით ჰარვარდის, ოქსფორდის და სხვა უმაღლესი ლიგის უნივერსიტეტების კურსდამთავრებულებს, მსხვილი სახელმწიფო და კერძო ორგანიზაციების ხელმძღვანელებს, მათ მრჩეველებს, სტრატეგიული დეპარტამენტების დირექტორებს. ჩვენთვის დიდი გამოწვევა იყო ამ კადრებს შორის გვეპოვა ის გუნდი, რომელთაც აკადემიური გამოცდილებაც აქვთ და დღეს, თამამად შეგვიძლია ვთქვათ რომ პროფესორები ჩვენი უდიდესი მონაპოვარია.

კიდევ რითია გამორჩეული BTU-ს სამაგისტრო პროგრამა ? 

ნ.ე. :მაგისტრანტებს აქვთ წვდომა საერთაშორისო ტრენინგ კურსებზე და სასერტიფიკატო პროგრამებზე, რომელთაც სრული დაფინანსებით, საჩუქრად ვთავაზობთ მათ. ამასთან, ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი გაცვლითი პროგრამები, რომელიც ევროპის საუკეთესო უნივერსიტეტებში, სრული დაფინანსებით სთავაზობს მათ სემესტრის გატარებას. მნიშვნელოვანი ინიციატივა ,,უწყვეტი განათლების პროგრამა’’ კურსდამთავრებულების პირველივე ნაკადს შევთავაზეთ. პროგრამა გულისხმობს უვადოდ, ნებისმიერ დროს და ნებისმიერ კურსზე, რომელიც ისწავლება BTU-ში, კურსდამთავრებულთა მსმენელად რეგისტრაციას და შესაბამის სერტიფიცირებას. რომ განგიმარტოთ, ჩვენი სამაგისტრო პროგრამის კურსდამთავრებული, რომელსაც მიენიჭა მენეჯმენტის კვალიფიკაცია და ახლა სურს გაიღრმავოს ცოდნა პირობითად პითონით პროგრამირების, დეველოპმენტის ან სხვა მისთვის საინტერესო სფეროში, მას ეს შეუძლია გააკეთოს უსასყიდლოდ, ნებისმიერ სემესტრში. სემესტრის დაწყებამდე, კურსდამთავრებულებს ვუზიარებთ საგნების ჩამონათვალს, თავად კი გვწერენ რომელი საგნის მსმენელად სურთ რეგისტრირება. ეს მნიშვნელოვანი ინიციატივაა, რომელსაც მუდმივად შევთავაზებთ მათ.

რა ღირს BTU-ს სამაგისტრო პროგრამაზე სწავლა და ამ მხრივ თუ გაქვთ რაიმე შეღავათები?

ნ.ე. : სწავლის წლიური ღირებულება 2 250 ლარია. პროგრამა აკრედიტებულია, შესაბამისად სტუდენტებს შესაძლებლობა აქვთ, მიიღონ სახელმწიფო სასწავლო გრანტი და საუნივერსიტეტო სტიპენდია.

[R]

Protected: ლონდონში დაწყებული ამბავი, რომელმაც საქართველოში „ბრიტანული ცენტრის“ დაფუძნება განსაზღვრა

დედა, მაპატიე, რომ დღეს, ერთად ვერ ვართ. ამჯერად, მე უნდა ვიზრუნო შენს უსაფრთხოებაზე